BMG-იმ საქსტატის საგარეო ვაჭრობის ანალიტიკური პორტალის მეშვეობით დათვალა თუ რა წილი ეჭირა 2019 წლის განმავლობაში ევრაზიულ კავშირსა და რუსეთის ფედერაციას ამ დასახელებების საქონლის მთლიან იმპორტში. საქსტატის მიხედვით, კონკრეტულად წიწიბურის იმპორტის 68% სწორედ ევრაზიულ კავშირზე მოდის.
2019 წლის მთლიანი იმპორტის მონაცემებით, აკრძალული დასახელების საქონლის იმპორტში რუსეთის ფედერაციისა და ევრაზიული კავშირის წილი ასეთია:
1) წიწიბურა, ფეტვი და სხვა მარცვლეული - რუსეთის და ევრაზიული კავშირის წილი 68% , მთლიანი იმპორტის მოცულობა - $186,719 ; 2) ბრინჯი - რუსეთის და ევრაზიული კავშირის წილი 11% , მთლიანი იმპორტის მოცულობა - $6,741,064 ;
3) ხახვი, ხახვი-შალოტი, პრასი, ნიორი და სხვა ხახვისმაგვარი ბოსტნეული - რუსეთის და ევრაზიული კავშირის წილი 18% , მთლიანი იმპორტის მოცულობა - $13,251,505 ;
4) მზესუმზირის თესლი, დამსხვრეული ან დაუმსხვრეველი - რუსეთის და ევრაზიული კავშირის წილი 83% , მთლიანი იმპორტის მოცულობა - $7,417,795 ;
5) ბურღული, ფქვილი უხეშად დაფქული და მარცვლეულის გრანულები - რუსეთის და ევრაზიული კავშირის წილი 81% , მთლიანი იმპორტის მოცულობა - $1,370,323 ;
ამ აკრძალვის გამო, საქართველო აღნიშნულ პროდუქციას სხვა ქვეყნებიდან შეიძენს.