მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ზიანი მიადგა სამეგრელოს სტიქიის შედეგად? - პირველადი მონაცემები

63c268e6dc595
BM.GE
14.01.23 12:38
580
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია რეგიონში სტიქიის პირველადი მონაცემების შესახებ ინფორ,აციას ავრცელებს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი გუგუჩიას განცხადებით, სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან.

„პირველადი მონაცემები უკვე ცნობილია. ძლიერმა ქარმა 1 100-მდე საცხოვრებელი სახლის და 38 საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დააზიანა. ქარის შედეგად 37 სკოლას სხვადასხვა სახის პრობლემა შეექმნა, ასევე დაზიანდა 6 საბავშო ბაღი. სტიქიის შედეგად დაზიანებულია წყლისა და გაზის მილები, ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც 50 ადმინისტრაციულ ერთეულს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. შესაბამისი ბრიგადების მიერ ელექტრო ენერგიის აღდგენა წუხელვე მოხდა 60-ზე მეტი სოფლისთვის“, - განაცხადა გუგუჩიამ.

მისივე თქმით, დარჩენილ სოფლებს ენერგომომარაგება ეტაპობრივად დღესვე აღუდგება. ამასთან მობილიზებული მუნიციპალური სამსახურები სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებენ. „ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრალურ მთავრობასთან კოორდინირებულად მუშაობს სტიქიის შედეგების სწრაფ ლიკვიდაციაზე.

შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისიები და მიმდინარეობს ზარალის დათვლა“, - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.