13.აგვისტო .2020 11:17

რაჭაში ინფრასტრუქტურის კაპიტალური აღდგენა 2021 წლის გაზაფხულამდე დასრულდება - პრემიერი

views 254
უკან

საქართველოს პრემიერის განცხადებით, რაჭაში საგზაო ინფრასტრუქტურა კაპიტალურად 2021 წლის გაზაფხულისთვის აღდგება. გიორგი გახარიას თქმით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილება ამ სამუშაოებისთვის დამატებითი ფინანსური სახსრების გამოყოფის საკითხი. 

„რაჭაში საკმაოდ მასშტაბური სტიქია გვქონდა. მიმდინარეობს შედეგების აღმოფხვრა, საბედნიეროდ მოსალოდნელზე სწრაფად მოხდა პირველადი საჭიროების სამუშაობის დასრულება, რაც ნიშნავს იმას, რომ მოწყვეტილ სოფლებთან მიმოსვლა საკმაოდ სწრაფად აღდგა. დღეის მონაცემებით, ყველა სოფელს მიეწოდება როგორც წყალი, ასევე ელექტროენერგია, თუმცა, კაპიტალური სამშენებლო სამუშაობი გრძელდება და დღეს ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამ კაპიტალური საგზაო სამუშაობისთვის დამატებით თანხების გამოსაყოფაზე.

რეალურად სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურის კაპიტალურ აღდგენას დასჭირდება დრო – დაახლოებით 2021 წლის გაზაფხულამდე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, რაჭაში საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის მთავრობამ 40 მლნ ლარი გამოყო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა