მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაგბის ევროპის ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრა საქართველოსა და რუსეთს შორის გადაიდო

5e6a8030c1825
BM.GE
12.03.20 22:29
991
რაგბის ევროპის ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრა საქართველოსა და რუსეთის შეხვედრა გადაიდო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

"ძვირფასო მეგობრებო! ევროპაში კორონავირუსის (COVID – 19) ეპიდემიის გავრცელების გამო, ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაცია „რაგბი ევროპამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ასევე მის მიერ ორგანიზებული ყველა ტურნირი შეჩერდეს მინიმუმ 15 აპრილამდე.

შესაბამისად, რაგბის ევროპის ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრა საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის, 14 მარტს აღარ გაიმართება.

მატჩის ჩატარების ახალი თარიღი ჯერჯერობით უცნობია და მას დადგენისთანავე გაცნობებთ", - წერია რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.