მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ განაპირობა II კვარტალში 29.9%-იანი ეკონომიკური ზრდა - საქსტატის ანგარიში

614443b54776e
შოთა ტყეშელაშვილი
17.09.21 11:36
940
2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29.9%-ით გაიზარდა. საქსტატმა დღეს გამოაქვეყნა დეტალური ანგარიში, რომელიც ეკონომიკის კონკრეტული სექტორების მიხედვით არსებულ ვითარებას ასახავს.

პირველ რიგში საგულისხმოა ფაქტი, რომ 29.9%-იან ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდა ე.წ. “საბაზო ეფექტს”, რადგანაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში ეკონომიკური ზრდის ნაცვლად 13.2%-იანი რეცესია იყო.

კონკრეტული სექტორების მიხედვით, ირკვევა, რომ მშპ-ის მკვეთრ ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ვაჭრობის (ზრდა 54%); დამამუშავებელი მრეწველობის (ზრდა 42%); მშენებლობის (ზრდა 34%), ასევე ლოგისტიკის (ზრდა 47%) და ტურიზმის (ზრდა 75%) სექტორებში არსებულმა შედეგებმა.

კონკრეტული სექტორების მიხედვით, მშპ-ის გამოშვება და ეკონომიკური ზრდა ასეთი იყო:

● საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 2,247 მილიონი ლარი, ეკონომიკური ზრდა 54%
● დამამუშავებელი მრეწველობა - 1,639 მილიონი ლარი, ეკონომიკური ზრდა 42%
● უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 1,352 მილიონი ლარი, ეკონომიკური ზრდა 18%
● მშენებლობა - 1,218 მილიონი ლარი, ეკონომიკური ზრდა 37%
● სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 1,105 მილიონი ლარი, ეკონომიკური ზრდა -2%
● ტრანსპორტი და დასაწყობება - 884 მილიონი ლარი, ეკონომიკური ზრდა 47%
● სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 813 მილიონი ლარი, ეკონომიკური ზრდა 1%
● ხელოვნება, გართობა და დასვენება - 759 მილიონი ლარი, ეკონომიკური ზრდა 134%
● ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 716 მილიონი ლარი, ეკონომიკური ზრდა 43%
● საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 677 მილიონი ლარი, ეკონომიკური ზრდა 46%
● განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 559 მილიონი ლარი, ეკონომიკური ზრდა 76%
● განათლება - 517 მილიონი ლარი, ეკონომიკური ზრდა -1%
● ინფორმაცია და კომუნიკაცია - 443 მილიონი ლარი, ეკონომიკური ზრდა 56%
● ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 329 მილიონი ლარი, ეკონომიკური ზრდა 17%
● პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 277 მილიონი ლარი, ეკონომიკური ზრდა 23%
● სამთომოპოვებითი მრეწველობა - 243 მილიონი ლარი, ეკონომიკური ზრდა 12%
● წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 108 მილიონი ლარი, ეკონომიკური ზრდა 50%
● სხვა სახის მომსახურება - 104 მილიონი ლარი, ეკონომიკური ზრდა 16%
● ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 96 მილიონი ლარი, ეკონომიკური ზრდა 9%
● შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის, საქმიანობები - 12 მილიონი ლარი, ეკონომიკური ზრდა 16%

(სექტორები დალაგებულია მათი ზომის მიხედვით).

საქსტატის მონაცემებით, ორ სექტორში - განათლებასა და სოფლის მეურნეობაში 2021 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკური ზრდის ნაცვლად შემცირება ფიქსირდება.