მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი IT და კომუნიკაციებია

64907a503a5a7
შოთა ტყეშელაშვილი
19.06.23 20:30
950
2023 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის ზომამ 16.4 მილიარდ ლარს მიაღწია, ეკონომიკური ზრდა კი 6.8%-ს შეადგენდა. საქსტატის თანახმად, დარგებს შორის ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდით IT ინფორმაცია და კომუნიკაციაა. ამ სფეროში მატება 44%-ს შეადგენდა, მისი ზომა კი 785 მილიონი ლარი იყო.

ასეთი დიდი მატების მიუხედავად, IT და კომუნიკაციების დარგი საქართველოს ეკონომიკის რიგით მეცხრე უმსხვილესი სექტორია. პირველ ადგილს ზომის მიხედვით ვაჭრობის სფერო იკავებს, რომლის მოცულობაც პირველ კვარტალში 2 მილიარდი ლარი იყო. ეს სექტორი რამდენიმე ძირითადი ნაწილისგან შედება, ესენია IT, კავშირგაბმულობა და ტელე და რადიომაუწყებლობა.

საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ მკვეთრად გაიზარდა ინფორმაციისა და კომუნიკაციების სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა. თუკი 2022 წელს მასში 31 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, 2023 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა უკვე 41.9 ათასს აღწევდა. ეს სამუშაო ძალის 36%-იანი მატებაა.

დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული, მათ შორის საქართველოში აუთსორს სერვისების მიმწოდებელი საერთაშორისო კომპანიების შემოსვლით და ადგილობრივი IT ინდუსტრიის უცხოურ ბაზარზე გასვლით. კიდევ ერთი ფაქტორი მიგრაციას უკავშირდება, რადგანაც გასულ წელს რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან IT სფეროში დასაქმებულთა შემოსვლას ჰქონდა ადგილი, რომლებიც ამჟამად ანაზღაურებას საქართველოში იღებენ.

გაიზარდა სექტორის საშუალო ანაზღაურებაც, თუკი ის 2022 წელს 2,380 ლარს შეადგენდა (საშემოსავლოს ჩათვლით), 2023 წლის პირველ კვარტალში საშუალო ხელფასი უკვე 3,740 ლარამდე იყო მომატებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები