27.ოქტომბერი .2021 22:19

რამ განაპირობა ლარში სესხების ზრდა? - გვენეტაძის განმარტება

რამ განაპირობა ლარში სესხების ზრდა? - გვენეტაძის განმარტება
views 406
უკან

2021 წლის სექტემბერში, საბანკო სესხებმა 41 მილიარდ ლარს მიაღწია. წლიურ ჭრილში, სესხების მოცულობა 13%-ით არის გაზრდილი. ვალუტების მიხედვით, თუ შარშან ლარის სესხების პორტფელი 15.48 მილიარდი ლარი იყო, წელს ის 19.82 მილიარდი გახდა, რაც 28%-იანი ზრდაა. სავალუტო სესხები კი შარშან 20.9 მილიარდი იყო და 21.19 მილიარდი გახდა, ანუ 1.4%-ით გაიზარდა. შესაბამისად, წელს სესხების ზრდა ძირითადად ლარშია.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ლარში სესხების ზრდას ეროვნული ბანკის პოლიტიკით ხსნის. კითხვაზე რა მიმართულებით გაიზარდა ლარში გაცემული სესხების მოცულობა, გვენეტაძე ამბობს, რომ სექტემბერში ძირითადად ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები გაიზარდა. მისივე თქმით, წლის განმავლობაში ლარის სესხების მოცულობა 4.3 მლნ ლარით გაიზარდა და წლიურმა ზრდამ 28%-ს მიაღწია. ლარის პორტფელის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი როგორც საცალო, ასევე SME და კორპორაციული სესხების ზრდამ შეიტანა. SME-ის ნაწილში სესხების ზრდა 1.2 ლარი იყო, ხოლო კორპორაციულ სეგმენტში 1.1 მლნ ლარი.

“საცალო სეგმენტში ლარის სესხების ზრდა თითქმის მთლიანად განაპირობებს სამომხმარებლო და იპოთეკური დაკრედიტების გააქტიურებას. რაც შეეხება ლარში გაცემული სესხების ხელშეწყობას, როგორც მოგეხსენებათ ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის პრიორიტეტია ლარში სესხების გააქტიურება, რაც გამოიწვია შემდეგმა ფაქტორებმა: ეს არის ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს დოლარში გაცემული სესხებისთვის კაპიტალის უფრო მაღალი მოთხოვნის დაწესებას, ამავე დროს ეროვნულმა ბანკმა მიიღო ფიზიკური პირების დაკრედიტების დებულება, რომლის მიხედვითაც მსესხებელს საკუთარი შემოსავლის მიხედვით ლარში უფრო მეტის სესხება შეუძლია, ვიდრე უცხოურ ვალუტაში. ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ ფინანსური განათლების მიმართულებითაც არის გარკვეული წინსვლა და ცნობიერება უფრო გაზრდილია იმასთან დაკავშირებით, რომ იმ ვალუტაში სესხის აღება, რომელშიც შემოსავალი არ არის, ძალიან დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ესეც ეხმარება რომ დაფინანსება უფრო ჯანსაღად, ამ შემთხვევაში ლარში წარიმართოს,”-აცხადებს გვენეტაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა