მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად დიდია არაფორმალური სექტორი საქართველოში?

5de77837b8de6
შოთა ტყეშელაშვილი
04.12.19 13:24
2024
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, ქვეყნის კერძო სექტორი ოფიციალურად სულ 652,258 ადამიანს ასაქმებს. ეს არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ ყოველთვიური შემოსავალი და რომელთა ხელფასიც ოფიციალურად, დამსაქმებელთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ერიცხებათ. ეს მოსახლეობის მთლიან რაოდენობასთან მიმართებით მხოლოდ 17.5%-ია. 

თუ აღნიშნულ სტატისტიკას რეგიონალურ ჭრილში შევხედავთ, დავინახავთ, რომ კონტრაქტით დასაქმებულთა 67% ანუ 434,609 ადამიანი თბილისშია დასაქმებული.

ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ დაქირავებით დასაქმება შედარებით გავრცელებულია ურბანულ ცენტრებში (რეგიონებში, სადაც შედარებით დიდი ქალაქებია), საქართველოს სხვა რეგიონებში კი კერძო სექტორში დასაქმება უმეტესად არაფორმალურ სახეს ატარებს. 

თბილისის შემდგომ კერძო სექტორში ფორმალურად დასაქმებულთა რაოდენობით მეორე ადგილზეა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, სადაც 2019 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით 61,839 ადამიანი იყო დასაქმებული. მესამე ადგილზე კი, იმერეთის რეგიონია, სადაც ოფიციალურად კერძო სექტორი 40,543 ადამიანს ასაქმებს. ამ ორივე რეგიონში შედარებით მსხვილი ურბანული ცენტრია (ბათუმი, ქუთაისი). ისეთ რეგიონებში, სადაც ასეთი ცენტრები არაა, კერძო სექტორში დასაქმება, პრაქტიკულად, სრულად არაფორმალურია. მაგალითად, გურიაში ოფიციალურად ხელფასი სულ 5,235 ადამიანს, კახეთში - 15,480 ადამიანს, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში კი, ეს რიცხვი 1,532-ია. 

რაც შეეხება სექტორებს, რომლებიც ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებს, აქ პირველ ადგილზე ვაჭრობაა, სადაც საქსტატის მონაცემებით, მესამე კვარტლის მდგომარეობით 182,000 ადამიანი მუშაობდა. რეგიონების, სექტორებისა და საშუალო ხელფასების მიხედვით ოფიციალური სტატისტიკა ასეთია: