მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად უსაფრთხოა 1 წელიწადში შექმნილ-გამოცდილი ვაქცინა? - ექიმი არჩილ მარშანია

6055961fb519c
ინგა მურუსიძე
20.03.21 12:56
1001
ექიმის, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგ არჩილ მარშანიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები მოკლე დროში შეიქმნა, ავტორიზებული ვაქცინების უსაფრთხოებასთან მიმართებით კითხვის ნიშნები არ დგას.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით გავრცელებულ მითებზე მან #BMDRIVE-ში სტუმრობისას ისაუბრა.



როგორც მარშანია განმარტავს, რნმ ვაქცინის (COVID-19 რნმ ვირუსია, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი გენეტიკური ინფორმაცია ჩაწერილია რნმ-ში) შექმნას არა ერთი წელი, არამედ 2 თვე სჭირდება და მაგალითად, „მოდერნას“ ვაქცინაც სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა.

როგორც ექიმი განმარტავს, ვაქცინის შექმნაზე რთული პროცესია ვაქცინის გამოცდის ეტაპები, რომელიც აუცილებლად გასავლელია და უკვე ავტორიზებულმა ყველა ვაქცინამ ის გაიარა.

„მთავარი ეტაპი არის ვაქცინის გამოცდა. ვაქცინა გადის რამდენიმე ეტაპს, პირველი არის პრეკლინიკური კვლევები ცხოველებზე და შემდეგ უკვე სამი კლინიკური კვლევა ადამიანებზე. მიუხედავად იმისა, რომ ავტორიზებული ვაქცინები სწრაფად შეიქმნა, კვლევის არცერთი ეტაპი არ გამოუტოვებიათ. უბრალოდ, პროცესი დაჩქარდა, რადგან რამდენიმე კვლევა პარალელურად ჩატარდა.

დრო მოიგეს იმით, რომ ბევრი მოხალისე იყო ჩართული; ასევე მალე მოიძიეს ფინანსები, შეამცირეს ბიუროკრატიული პროცედურები და კვლევის სამი ეტაპი გაიარეს იმაზე სწრაფად, ვიდრე სხვა დროს. სამი კვლევა, სამი ძირითადი საფეხური გაიარეს იმაზე სწრაფად, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ათეულობით მილიონი ადამიანია აცრილი, ყველას აკვირდებიან, ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი შეიძლება ითქვას, რომ ვაქცინების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს“, - ამბობს არჩილ მარშანია.