2013-2022 წლებში საქართველოში 50 ჰიდროელექტროსადგური შევიდა ექსპლუატაციაში. აღნიშნული ინფორმაცია BMG-მ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან გამოითხოვა. ამუშავებული ჰესების ჯამური დადგმული სიმძლავრე - 723 მეგავატია, ხოლო ჯამური ინვესტიცია - 1.4 მილიარდი დოლარი.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ რაოდენობრივად ყველაზე ნაყოფიერი 2018 წელი იყო, როცა 8 ჰესი ამუშავდა.
2013-2022 წლებში ექსპლუატაციაში შესული ჰიდროელექტროსადგურების რაოდენობა
2013 – 4
2014 – 5
2015 – 3
2016 – 3
2017 – 4
2018 – 8
2019 – 5
2020 – 6
2021 – 5
2022 (10 თვე) – 7.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობითვე, წელს ექსპლუატაციაში შემდეგი ჰიდროელექტროსადგურები შევიდა: „როშკა 1 ჰესი“ ($1,3 მლნ), „როშკა 2 ჰესი“ ($2 მლნ), „როშკა 3 ჰესი“ ($1,2 მლნ), „ახატანი ჰესი“ ($0,6 მლნ), „ბერალიჰესი“ ($1,1 მლნ), „ნაკრაჰესი“ ($9,6 მლნ), „ჩორდულაჰესი“ ($3,5 მლნ) და "ახალქალაქი ჰესი" ($26 მლნ).
აღსანიშნია, რომ 2013-2022 წლებში ენერგეტიკაში ჩაადებული 1.4 მილიარდი ინვესტიციიდან 1 მლრდ დოლარი მოდის იმ ხუთ მსხვილ ჰესზე, რომელიც ბოლო 10 წელიწადში აშენდა. ესენია: ფარავანჰესი - $196 მლნ, დარიალჰესი - $125 მლნ, შუახევიჰესი - $550 მლნ, ხელვაჩაურჰესი - $98 მლნ, კირნათიჰესი - $104 მლნ.
BMG-მ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ასევე გამოითხოვა ინფორმაცია მიმდინარე წელს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმების შესახებ. როგორც ირკვევა, ინვესტორებთან წელს სულ 62 მემორანდუმი გააფორმეს. პროექტების სავარაუდო ინვესტიცია $660 მილიონია.
2022 წელს ინვესტორებთან გაფორმებული მემორანდუმები
27 ჰიდროელექტროსადგური - $213,4 მლნ
30 მზის ელექტროსადგური - $40,6 მლნ
5 ქარის ელექტროსადგური - $405,3 მლნ.
როგორც BMG-ს სამინისტროში განუმარტეს, პროექტებს კვლევის (საწყის) ეტაპზე განსაზღვრული აქვთ 12 თვე. ვადის გადაწევა კი შესაძლოა, მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული, იმ შემთხვეევაში, თუ მიზეზი არგუმენტირებულად დასაბუთდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება