მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიარდის გადასახადები აკრიფა მთავრობამ პირველ კვარტალში

62626bc7b32d0
შოთა ტყეშელაშვილი
22.04.22 13:15
1162
გამოქვეყნდა 2022 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტალის შესრულების ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, იანვარ-მარტში მთავრობამ სხვადასხვა გადასახადიდან 3.68 მილიარდი ლარის გადასახადები აკრიფა, რაც პირველი კვარტლის გეგმის 100.3%-ია. ცალკეული გადასახადების მიხედვით ეს თანხა ასე ნაწილდება:

დამატებული ღირებულების გადასახადი - 1.3 მილიარდი ლარი გეგმის 112.7%. სულ სახელმწიფომ 1.6 მილიარდი ლარის დღგ აკრიფა, საიდანაც 300 მილიონი თვითმმართველობებს დარჩათ, 1.3 მილიარდი კი ცენტრალურ ბიუჯეტს.
საშემოსავლო გადასახადი - 1.12 მილიარდი ლარი, გეგმის 99.9%;
მოგების გადასახადი - 690 მილიონი ლარი, გეგმის 124%;
აქციზის გადასახადი - 320 მილიონი ლარი, გეგმის 99.3%. აქედან საწვავის აქციზი 130 მილიონი ლარი, თამბაქო 79 მილიონი ლარი.

“გრანტების სახით პირველ კვარტალში ფაქტიურად მიღებულია 164.3 მილიონი ლარი, რაც გეგმის 112.2%–ია.

„სხვა შემოსავლების“ ფაქტიურად მიღებული იქნა 147.9 მილიონი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 117.1%,” - ნათქვამია ბიუჯეტის ანგარიშში.

ბიუჯეტის თანახმად, მთავრობამ 770 მილიონი ლარის ახალი გადასახადები აიღო, რაც გეგმის 81%-ია. კერძოდ, შიდა ვალის გეგმა 411 მილიონზე 99%-ით შესრულდა, საგარეო ვალის გეგის შესრულება კი უფრო დაბალი იყო და 67%-ს ანუ 359 მილიონ ლარს შეადგენდა.