მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს “ალტას”, “ელიტ ელექტრონიქს” და “ზუმერს”

616abfa5854f5
BM.GE
16.10.21 16:01
5458
საქართველოში ელექტრონული ტექნიკით მოვაჭრე უმსხვილესმა კომპანიებმა 2020 წლის ფინანსური ანგარიშგებები გამოაქვეყნეს. მათი მიხედვით, პანდემიური წელი ბაზრის წამყვანმა მოთამაშეებმა ზრდით დაასრულეს, რაც სავარაუდოდ ლეპტოპებსა და სმარტოფნებზე გაზრდილი მოთხოვნით იყო განპირობებული. ამასთან, 2020 წელს ყველა რეალიზატორისთვის გაყიდვების ელექტრონულმა არხმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. 

IT და ელექტროტექნიკით მოვაჭრე კომპანიების ფინანსური შედეგები:

1) "ალტა" და მისი შვილობილი კომპანიები:

● შემოსავალი 2020 წელს - 271 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 8%;
● წმინდა მოგება 2020 წელს - 14.6 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 134%;
● აქტივების მოცულობა 2020 წელს - 114 მილიონი ლარი.

“ალტა” ტექნიკის ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეა, ის 2020 წლის მდგომარეობით 12 მაღაზიას აერთიანებს. “ალტა” ასევე ფლობს 50%-იან წილს კომპანია “მეტრომარტში”, რომელიც თავისმხრივ 4 მაღაზიით არის წარმოდგენილი. ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის შემოსავლის ნახევარზე მეტი IT ტექნიკით, მათ შორის სმარტფონებით ვაჭრობაზე მოდის.

2) “ელიტ ელექტრონიქსი”:

● კონსოლიდირებული შემოსავალი 2020 წელს - 181.7 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 2.5%;
● კონსოლიდირებული წმინდა მოგება 2020 წელს - 4.7 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 274%;
● აქტივების მოცულობა 2020 წელს - 84.4 მილიონი ლარი.

კომპანიის ინფორმაციით, „ელიტ ელექტრონიქსის“ ქსელი ქვეყანაში მოქმედ 17 მაღაზიას, ასევე 5 ფრანჩაიზული მაღაზიას აერთიანებს.

3) “ზუმერი ჯორჯია”

● კონსოლიდირებული შემოსავალი 2020 წელს - 176.4 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 5%;
● წმინდა მოგება 2020 წელს - 2.28 მილიონი ლარი, მატება წინა წელთან 96%;
● აქტივების მოცულობა 2020 წელს - 21.16 მილიონი ლარი.

“ზუმერი ჯორჯია” ძირითადად სმარტფონებისა და IT ტექნიკის გაყიდვით არის დაკავებული. კომპანია ფლობს 17 ფილიალს და 2 საბითუმო პროფილის მაღაზიას.