ტექნიკის განვითარების პარალელურად, ახალ მოდელებში გათვითცნობიერება უფრო და უფრო რთული ხდება. სწორედ სიახლეებით სავსე ყოველდღიურობაში მეტი სიცხადის შესატანად, რამდენიმე თვის წინ, ზუმერმა ფილიალების ვიზუალური იდენტობის განახლება ახალი კონცეფციით დაიწყო, პიონერი თბილისი მოლის ზუმერის ფილიალია.
მაღაზია ტექნიკის კატეგორიების მიხედვით ზონებად და კუნძულებადაა დაყოფილი. ნავიგაცია ადვილია, ტექნიკა - ადვილად მისაწვდომი და ხელშესახები.
ზუმერი ნებისმიერ მედიუმში ცდილობს, მომხმარებლების საუკეთესო გამოცდილება შექმნას - მათზე მორგებული შეთავაზებებით, კატეგორიების და ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანით და რაც მთავარია, უშუალო ურთიერთობით.
სასურველი ტექნიკის შეძენა ონლაინ, zoommer.ge-ზეც შესაძლებელია. თუმცა, ადამიანების ნაწილი კვლავ ოფლაინ შოპინგს ანიჭებს უპირატესობას. პროდუქტის რეალურ ცხოვრებაში ნახვა, გამოცდა, გაბარიტების, ფერის და ფუნქციონალის პირადად შეფასება მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
სწორედ მოდელების უკეთ გასაცნობად და სიახლეების ერთბაშად შესათვისებლად, მაღაზიაში მოდელები ხილვადადაა განაწილებული და ბრენდისთვის დამახასიათებელი ფერადოვნებაც ერთ ხასიათშია მოქცეული. ამ შემთხვევაში მჭახე ფერები ტექნიკის აღქმის გამარტივებაში თამაშობს როლს.
ზუმერის საცალო გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გვანცა ზერაგია:
“ჩვენი ფილიალები ყოველდღიურად ასობით ადამიანს ემსახურება. ზოგიერთ მომხმარებელს წინასწარ აქვს განსაზღვრული, რა მოდელის ყიდვას აპირებს, ზოგი იქვე ეცნობა არჩევანს და შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას. თუმცა, კომფორტული გარემო, მარტივი ნავიგაცია, მოდელების და ტექნიკის მთელი სპექტრის ხილვადობა - ნებისმიერი მომხმარებლისთვის გადამწყვეტი ხდება შოპინგის საუკეთესო გამოცდილების მისაღებად.
ფილიალების ახალი კონცეფციის მომხმარებლების საჭიროებებზე მორგება მთავარ გამოწვევად დავისახეთ - მათ შორის, ვიზუალურ-ესთეტიკური და პრაქტიკული თვალსაზრისით. ჩვენი მიზანია ადამიანები ტექნიკასთან დავაახლოვოთ - გავაცნოთ უახლესი ტრენდები და ტექნოლოგიურ ოკეანეში მათი შეუცვლელი მეგზური ვიყოთ.
ახალი კონცეფციით გარდაქმნილ ზუმერის ფილიალებში ტექნიკასთან ადაპტირება გაადვილდა. ვაკვირდებით ადამიანების უკუკავშირს და როგორც ყოველთვის, გავაგრძელებთ “ზუმერული” სიახლეების დამკვიდრებას”.
ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელის წარმომადგენლების თქმით, ზუმერის ფილიალების სრულად განახლება ეტაპობრივად მოხდება.
(რ)