2023 წლიდან ბანკებთან ერთად მოგების გადასახადი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც 20%-მდე გაეზრდებათ.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2022 წლის 9 თვეში საქართველოში მოქმედმა 37-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ჯამში 320 მილიონი ლარის საპროცენტო და არასაპროცენტო შემოსავალი გამოიმუშავა. ეს თანხა წინა წელთან შედარებით 16%-ით მეტია. გაზრდილია მისოების მოგება დაბეგვრამდეც და ის წელს 94 მილიონ ლარს შეადგენდა, როდესაც გასულ წელს დაბეგვრამდე მოგება 88 მილიონ ლარზე იყო.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის 9 თვეში მისოებმა 12.7 მილიონი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს. წინა წელს ეს თანხა 9.4 მილიონი ლარი იყო.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში მოქმედი 37 მისოს ჯამური აქტივები 1.8 მილიარდ ლარს შეადგენს. წინა წელთან შედარებით ეს თანხა 200 მილიონი ლარით მეტია. რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელს, ის 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით ასევე 190 მილიონი ლარით მეტია.
მიკროსაფინანსო სექტორის მიერ გაცემულ სესხებში წამყვან ადგილზეა სალომბარდე კრედიტები (775 მლნ), სამომხმარებლო სესხები (378 მლნ), ვაჭრობის და სერვისების ფინანსირება (186 მლნ), სოფლის მეურნეობა (103 მლნ) და საგანვადებო კრედიტები (47 მლნ).
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება