03.დეკემბერი .2022 00:00

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს "ზუმერს"?

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს "ზუმერს"?
views 1299
უკან

საქართველოს ციფრული ტექნიკით ვაჭრობის სექტორის ერთ-ერთმა ლიდერმა „ზუმერმა“ 2021 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ გასულ წელს გაყიდვები 60 მილიონი ლარით, 236 მილიონამდე გაზარდა.

“ზუმერი“ საცალო ქსელით ქვეყნის შვიდ ქალაქში, 20 ფილიალით არის წარმოდგენილი. ამას გარდა, კომპანია ელექტრონული არხითაც ყიდის საკუთარ პროდუქციას.

„შპს ზუმერი ჯორჯია“ არის ციფრული ტექნიკის იმპორტიორი საქართველოში. პროდუქციის შესყიდვა ხდება, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი მომწოდებლისგან. 2021 წელს საერთაშორისო მომწოდებელები ძირითადად იყვნენ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ჩინეთიდან, ამერიკიდან, გერმანიიდან და ჰოლანდიიდან. ზუმერი ადგილობრივ მომწოდებლებთანაც ინარჩუნებს ურთიერთობას და მარაგებს მათი საშუალებითაც ყიდულობს,“- ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, „ზუმერისთვის“ მთავარ ხარჯს შესყიდული საქონლის თვითღირებულება წარმოადგენდა, რაზეც კომპანიამ გასულ წელს 218 მილიონი ლარი დახარჯა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, გასულ წელს კომპანიის წმინდა მოგება 1.3 მილიონი ლარით, 3.5 მილიონამდე გაიზარდა.

2021 წლის ბოლოსთვის კომპანიის აქტივების საერთო ღირებულება 32 მილიონ ლარს, ხოლო ვალდებულებები 24 მილიონ ლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა