2023 წლიდან საბანკო სექტორისთვის მოგების გადასახადი არსებული 15%-დან 20%-მდე გაიზრდება. ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი უკვე წარუდგინა. დოკუმენტის განმარტებითი ბარათის თანახმად, საბიუჯეტო ეფექტი, რაც ამ გადასახადის მატებას ექნება 172 მილიონ ლარს შეადგენს.
"რაც შეეხება ფინანსური ინსტიტუტებისთვის (გათვლებში გამოყენებულია 14 ბანკის, 182 სესხის გამცემი სუბიექტის, 38 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის და 1 საკრედიტო კავშირის მონაცემები) მოგების გადასახადის განაკვეთის ცვლილებას და მათ მიერ გაცემულ დივიდენდზე გადასახადის გაუქმების გავლენას 2024 წლის საბიუჯეტო შემოსავლებზე. 2021 წელს ფინანსურ ინსტიტუტების მიერ გენერირებული დასაბეგრი მოგება შეადგენდა დაახლოებით 1,732 მლრდ ლარს. არსებული საგადასახადო სისტემით საფინანსო სექტორს მოგების გადასახადში უნდა მიემართა 260 (1.732*0.15) მლნ ლარი და დივიდენდის სახით კი 74 (1.732*0.85*0.05) მლნ ლარი. ახალი განაკვეთის პირობებში ბიუჯეტში გენერირებული იქნებოდა 346 მლნ ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ ფინანსური ინსტიტუტები წინა წლების განმავლობაში თითქმის არ ანაწილებდნენ მიღებულ მოგებას, საბიუჯეტო შემოსავლები გაიზრდება დაახლოებით 86 (346-260) მლნ. ლარით, ხოლო იმ დაშვებით, რომ ფინანსური ინსტიტუტები წინა წლებში ანაწილებდნენ კუთვნილ მოგებას აღნიშნული ცვლილების დადებითი ეფექტი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იქნება 12(346-260-74). მლნ. ლარი.
სსკ-ის 109-ე მუხლის ახალი რედაქციის ამოქმედების შესაბამისად, საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, ერთობლივი შემოსავლიდან სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვის წესის ცვლილების შედეგებიდან გამომდინარე, 2023 წლის საანგარიშო პერიოდში წარმოშობილი დასაბეგრი მოგება (ნაშთების სხვაობის ეფექტი გადასახადებზე (ერთჯერადი)) 2022 წლის საპროგნოზო მონაცემების მიხედვით დაახლოებით იზრდება 1 152 444 475 (ერთი მილიარდ 152 მილიონით), შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში 15 პროცენტიანი განაკვეთით დაბეგვრის შემთხევაში 2024წლის 1 აპრილისთვის ბიუჯეტში გადასახდელი მოგების გადასახადი იზრდება 172 866 671 ლარით.
ამასთან, საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, ერთობლივი შემოსავლიდან სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვის წესის ცვლილების შედეგებიდან გამომდინარე, 2022 წლის საპროგნოზო მონაცემების მიხედვით, სხვაობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ და IFRS-ის მიხედვით გამოანგარიშებულ რეზერვებს შორის საშუალოდ წლიურად შეადგენს 167 649 352 ლარს, შესაბამისად, 2024 წლის 1 აპრილისთვის შესაბამისი დადებითი სხვაობა მოგების გადასახადის ნაწილში შეადგენს 33 529 870 ლარს,"- ნათქვამია დოკუმენტის განმარტებით ბარათში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი