მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი პროცენტით ამცირებს პირბადის გამოყენება ინფიცირების რისკს - ამირან გამყრელიძე

5ed4ce7f7e231
ვიქტორია მღებრიშვილი
01.06.20 13:54
2622
"მაღალი დაცულობა აქვს პირბადეს", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პირბადის გამოყენების მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და გარე სივრცეებში შეკრებისას მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ პირბადე.

„თუ მე ვარ ინფიცირებული და თქვენ ბრძანდებით ჩემთან ერთად ჯანმრთელი და ორივეს გვიკეთია პირბადეები, მაშინ ალბათობა იმისა, არ გადაგედოთ ინფექცია, არის 95% ანუ მაღალი დაცულობა აქვს პირბადეს, როცა ორივეს გვიკეთია. თუ ერთს გვიკეთია, მაშინ ეს ალბათობა დაიწევს 50%-მდე. ამიტომ ძალიან გთხოვთ, რომ ეს მარტივი თვითდაცვის საშუალება ყველამ ვატაროთ.

მესმის, რომ რთულია სიცხეში. გუშინ გავისეირნე რამდენიმე პარკში და ვნახე, რომ ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა არ იცავს არც დისტანციას და არც პირბადის გამოყენების წესს; როდესაც ერთად ვიკრიბებით 5-7-10 ადამიანი გარე სივრცეში, აუცილებელია, პირბადის ხმარება“, - განაცხადა გამყრელიძემ.