საერთაშორისო ფონდმა "კურაციომ" და Galt & Taggart-მა საქართველოს ჯანდაცვის სექტორის შესახებ ერთობლივი ანგარიში წარმოადგინეს, რომელიც ჰოსპიტალური სფეროს ფინანსურ მდგომარეობას აფასებს. კვლევის თანახმად, საქართველოს საავადმყოფოებში სულ 17,500 საწოლია, რაც ყოველ 1000 მოსახლეზე 4.5 საწოლს ნიშნავს. ორგანიზაციების შეფასებით, საწოლების არსებული რაოდენობა ამჟამად მოსახლეობის საჭიროებებს აღემატება, რის გამოც მათი საშუალო დატვირთვის მაჩვენებელი მხოლოდ 49%-ია. კვლევის თანახმად, საწოლების სიჭარბე ძირითადად საშუალო და მცირე საავადმყოფოების მატებამ განაპირობა.
"საავადმყოფო საწოლების რაოდენობა აღემატება მოსახლეობის საჭიროებას. 2019 წელს საწოლების მხოლოდ 49% იყო დატვირთული, რაც მკვეთრად ჩამორჩება ევროკავშირის (77%) და დსთ-ის (83%) საშუალო მაჩვენებლებს. ეს ყოველივე კი ინვესტირებული კაპიტალისა და სხვა რესურსების არაეფექტიან გამოყენებაზე მიუთითებს.
ძირითადად ბაზარზე შემოვიდა მცირე ზომის და, სავარაუდოდ, დაბალი ეფექტიანობის დაწესებულებები, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა ვერ იქონია წამყვანი დაწესებულებების ბაზრის წილზე, თუმცა შეამცირა დადგმული სიმძლავრეების ეფექტიანი უტილიზაციის მაჩვენებელი.
სახელმწიფო დანახარჯების ზრდამ, პროგრამაში მონაწილე პროვაიდერების სელექციის მკაცრი კრიტერიუმების არარსებობის პირობებში, ბიძგი მისცა ახალი სამედიცინო დაწესებულებების შექმნას, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში. შედეგად, 2014-2019 წლებში ამბულატორიულ დაწესებულებათა რიცხვი - 1.4 ჯერ, ხოლო საავადმყოფო საწოლების რაოდენობა 1.5-ჯერ გაიზარდა", - ნათქვამია კვლევაში.
2019 წელს ქვეყანაში მოქმედი საავადმყოფოები სულ 551 ათას ჰოსპიტალიზაციას მოემსახურნენ, მათი მთლიანი შემოსავალი კი 2 მილიარდი ლარი იყო. უფრო დეტალურად კლინიკების შემოსავლების და მიღებული პაციენტების რეიტინგის შესახებ წაიკითხეთ სტატიაში.
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი