მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენია საქართველოში სპირტიანი სასმელების კომპანიების შემოსავლები?

60d6e4aa43729
ლიკა გურაბანიძე
26.06.21 13:40
2368
2020 წელს საქართველოდან ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტმა 343 მილიონი დოლარი შეადგინა. აქედან სპირტიანი სასმელების ექსპორტი 3.8%-ით, 132 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

2019 წლის სპირტიანი სასმელების ინდუსტრიის რეიტინგში ლიდერი კომპანია “ასკანელია”, რომლის შემოსავალმაც 63,223,666 ლარი შეადგინა. მას “სარაჯიშვილი” მოჰყვება, რომლის შემოსავალიც 2019 წელს 45,174,622 ლარი იყო; შემდგომ მოდის უმსხვილესი იმპორტიორი GD Alco - 43,443,000 ლარიანი შემოსავლით. “ალკორიუმის” შემოსავალი კი- 24,137,000 ლარი, ხოლო “სმაგლერსის” - 11,292,234 ლარი იყო.

სპირტიანი სასმელების ბაზარი საქართველოში ამ დრომდე დინამიკურად ვითარდებოდა, თუმცა 2020 წელმა მას დიდი დარტყმა მიაყენა და ძველ ნიშნულზე დაბრუნებას ადგილობრივი მწარმოებლები, თუ იმპორტიორები ჯერ არ ვარაუდობენ. თუმცა, ამის პარალელურად, სპირტიანი სასმელების სექტორი ის გამონაკლისი აღმოჩნდა, რომლემაც გასული წლის უდიდესი გამოწვევები გადალახა.

კომპანიების მოლოდინები მიმდინარე წელს მთლიანობაში პოზიტიურია. რეგულაციების შემსუბუქება და ვაქცინაცია დამაიმედებელია, თუმცა აქვე რისკებსაც ხედავენ. ქვეყანაში შექმნილი რთული ეკონომიკური სიტუაცია პრემიალური ალკოჰოლის წარმოება-რეალიზაციას აფერხებს.

სპირტიანი სასმელების ინდუსტრიისთვის, ისევე როგორც საქართველოში მოქმედი ბიზნესების უმრავლებისთვის, გამორჩეულ პრობლემად და გამოწვევად ეროვნული ვალუტის, ლარის კურსის არასტაბილურობა რჩება.