„ჩემს თავს, პირველ რიგში, შემიძლია ეს პრეტეზია წავუყენო, რომ საკმარისი ძალისხმევა არ მივმართე ანაზღაურების მეთოდების დროულად შეცვლის დაწყებისკენ“ - ასე პასუხობს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ექს-დეპუტატი და უკვე ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე 520-ე დადგენილების ამოქმედებასთან დაკაშირებით დასმულ კითხვას, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის რიგ მომსახურებაზე ტარიფები გათანაბრდა.
„საქმიან დილაში” აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ პროცესი და პრინციპები სწორია, თუმცა ის დაგვიანებულად ხორციელდება.
მისივე შეფასებით, რეფორმის დისკრედიტაცია არ უნდა მოხდეს და პროცესი საბჭოს მუშაობის პირობებში პროცესები მაქსიმალურად გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს.
„2017 წელს ჩვენ შევიმუშავეთ ჯანდაცვის სისტემის დოკუმენტი, რომელსაც ბევრი არ იცნობს, მაგრამ იქ პირდაპირ წერია ის ნაბიჯები, რასაც დღეს ახორციელებს სამინისტრო, ოღონდ ეს ნაბიჯები უნდა დაგვეწყო რამდენიმე წლით ადრე. სიმპტომები რომ გამოვლინდება და მერე რომ მიდიხარ ცე ჰეპატიტის მსგავსად, ესაა პრობლემა. წლებია მიდის საუბარი ხარჯვასთან მიმართებით, დეფიციტთან მიმართებით, დაგვიანებასთან მიმართებით, რესურსთან მიმართებით... ჩემს თავს, პირველ რიგში, შემიძლია ეს პრეტეზია წავუყენო, რომ საკმარისი ძალისხმევა არ მივმართე გნებავთ გუნდის შიგნით, გნებავთ - გარეთ, გნებავთ - პოლიტიკურ თუ გნებავთ - ტექნიკურ პლატფორმაზე და არ ჩავდეთ ინვესტიცია იმაში, რომ დროულად დაგვეწყო ეს პროცესები, რასაც ანაზღაურების მეთოდების შეცვლა ჰქვია. ამ სისტემას რა პრობლემაც აქვს, ეს არის რაციონალურად მოხმარება.
პროცესი და პრინციპები სწორია, ოღონდ ახლა ხორციელდება დაგვიანებულად და გაცილებით ნაკლები მომზადების პირობებში, რაც სჭირდებოდა, იმიტომ რომ ტექნიკურად ურთულესი რეფორმაა. ეს არის პირველი ნაბიჯი იმასთან შედარებით, რაც მანდ ჩასატარებელია. მივესალმები, რომ საყოველთაო ჯანდაცვის საბჭო შეიქმნა, სადაც შევლენ უცოხელი ექსპერტები, კლინიკები და რეალურად დიდი იმედი მაქვს, რომ გამჭვირვალე იქნება პროცესი, რადგანაც მისი დისკრედიტაცია არ შეიძლება”, - განაცხადა ზოიძემ.
მისივე თქმით, დღეს მომხმარებლის კონტროლი არსად არ არის და ამის გამოა პრობლემები საბიუჯეტო დეფიციტთან დაკავშირებით.
„პარლამენტის 2017-2030 წლის ხედვაში წერია რა და როგორ არის გასაკეთებელი. იმედი მაქვს, პროცესი ჩადგება ისეთ კალაპოტში, რომ ამდენი უკმაყოფილო არ იქნება”, - განაცხადა კაკი ზოიძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის