მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას აცხადებენ სუპერმარკეტების მენეჯერები სურსათის მარაგებზე?

5e6e12208f25d
დავით ჯალაღონია
15.03.20 15:29
1578
პრემიერ-მინისტრის დავალებით, ქვეყანაში შექმნილია სურსათის მარაგებისა და ფასების რეგულაციის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ხელმძღვანელობს.

ჯგუფის მუშაობის ფორმატში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მინისტრის, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრას მსხვილი სასურსათო ქსელების, იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის შემდეგ, სუპერმარკეტების მენეჯერებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, რომ ქვეყანაში პროდუქტების საკმარისი მარაგია და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

"პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან პროდუქტების მარაგები გვაქვს როგორც ადგილობრივ საწყობებში, ასევე ცენტრალურ საწყობებში აქვთ მომწოდებლებს. ხშირი კომუნიკაცია გვაქვს მომწოდებლებთან და გვამშვიდებენ, რომ ამ მხრივ, საგანგაშო მდგომარეობა ნამდვილად არ არის ქვეყანაში", – განაცხადა "სმარტის" მენეჯერმა დალი ჩაკმაროვა.

თავის მხრივ, "აგროჰაბის" დირექტორმა გიორგი ჯაშიაშვილმა აღნიშნა, რომ სურსათის მარაგები საკმარისზე მეტი რაოდენობის არის.

"გარკვეული თვეების მარაგია, თან ეს არ ნიშნავს იმას, რომ თვეების შემდეგ ამოიწურება, პირიქით, საზღვრები დაკეტილი არ არის და თუ რაიმე ტვირთია გაჩერებული, მთავრობა აქტიურად მუშაობს მის შემოტანაზე, მარაგები მუდმივად ივსება, შესაბამისად საფუძველი იმისა, რომ რაიმე გათავდეს და დეფიციტი შეიქმნას, არ არსებობს", – განაცხადა ჯაშიაშვილმა.

ამავე საკითხზე დღეს განცხადება "კარფურმა" გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პროდუქტების დეფიციტისა და ფასების ზრდის საფრთხე არ არსებობს.