მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს სუპერმარკეტების ქსელების რეიტინგი

6403444596634
BM.GE
04.03.23 16:50
7851
სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ქსე­ლუ­რი სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია – ამ პროცესის შედეგად, ბაზარზე უკვე წარმატებით დამკვიდრდნენ ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული ბიზნესმოდელების მქონე ქსელები. ზოგიერთი მათგანი მეტ ყურადღებას ამახვილებს სარეალიზაციო პროდუქციის ფართო არჩევანზე, ზოგიც – მიმზიდველ ფასსა და ქსელის სწრაფ ექსპანსიაზე.

სწრაფად მოხმარებადი პროდუქტებით ვაჭრობის (FMCG) სექტორის ბრუნვა 9 მილიარდ ლარს აღწევს და მისი მთავარი წარმმართველი უმსხვილესი ქსელური სუპერმარკეტები არიან. კომპანიების მიერ გამოქვეყნებული აუდიტირებული

ანგარიშგებებიდან ირკვევა, რომ შემოსავლების მიხედვით #1 პოზიციას “ნიკორა/ლიბრეს” ქსელი იკავებს, რომელმაც შემოსავალი 24%-ით, 650.5 მილიონამდე გაზარდა. ამჟამად ქსელი ქვეყნის მასშტაბით 386 სუპერმარკეტით არის წარმოდგენილი და მას მომავალში კიდევ ათობით მაღაზიის გახსნაც აქვს დაგეგმილი.

მეორე ადგილს იკავებს “ორი ნაბიჯი”, რომელმაც შემოსავალი 44.5%-ით, 593 მილიონ ლარამდე გაზარდა. ამის მიზეზი კომპანიის მიერ მაღაზიების რაოდენობის 262-დან 329-მდე გაზრდა იყო.

წარსულში პირველ ადგილზე მყოფი “მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია”, ანუ “კარფური”, 570 მილიონის შემოსავლით მესამე ადგილზე ჩამოქვეითდა, კომპანიის გაყიდვების ზრდამ კი 20% შეადგინა. კარფური საქართველოს მასშტაბით 62 ობიექტით ოპერირებს, ამჟამად კომპანიის სტრატეგიას პატარა სუპერმარკეტების ქსელის განვითარება წარმოადგენს.

ქსელურ მოთამაშეებს შორის ზრდის ასევე მაღალი 41%-იანი მაღალი ტემპი “მაგნიტს” აქვს – მან 2021-ში 460 მილიონი ლარის საქონელი გაყიდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით 286 მაღაზიით ოპერირებს.

წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი 20.4 მილიონიანი წმინდა მოგება “ორი ნაბიჯის” ქსელმა გამოიმუშავა, 20.2 მილიონი იყო ნიკორა ტრეიდის წმინდა მოგება, ხოლო ფუდმარტის (სპარის) წმინდა მოგებამ 13.6 მილიონი ლარი შეადგინა.

ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, ბაზრის წამყვანი მოთამაშეების ჯამურმა გაყიდვები 2021 წელს 3.6 მილიარდი ლარი იყო.



წყარო: Forbes.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები