მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ყიდის და რას ყიდულობს საქართველო თურქეთში

5f68d3b12494a
BM.GE
22.09.20 12:00
2286
2020 წლის რვა თვეში საქართველოდან თურქეთში $130 მლნ დოლარის ღირებულების საექსპორტო საქონლი გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 10.1%-ით ჩამორჩება. საანგარიშო პერიოდში 15.8%-ით, $841 მილიონამდეა შემცირებული მეზობელი ქვეყნიდან იმპორტის მოცულობაც. ჯამში, ორ ქვეყანას შორის შორის სავაჭრო ბრუნვამ 15.1%-ით იკლო - $970 მილიონამდე, მაგრამ თურქეთი ჩვენი ქვეყნის მთავარ სავაჭრო პარტნიორად რჩება.

რას ყიდულობს საქართველო თურქეთში - TOP-15 საიმპორტო საქონელი

1. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $29.9 მლნ, კლება წინა წელთან 49.1%;
2. შავი ლითონის მილები, მილაკები და ღრუ პროფილები - $28.9 მლნ, ზრდა წინა წელთან 19.9%;
3. შავი ლითონის მეტალოკონსტრუქციები - $21.7 მლნ, კლება წინა წელთან 23.6%;
4. ტანსაცმლის თარგები და სხვა მზა ნაწარმი - $19.4 მლნ, ზრდა წინა წელთან 4.2%;
5. ფოლადის ნახშირბადიანი პროფილები, კუთხოვანები - $14 მლნ, ზრდა წინა წელთან 98.2%;
6. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $14 მლნ, კლება წინა წელთან 29%;
7. სანიტარულ-ჰიგიენური საფენები და ტამპონები, ბავშვის სახვევები - $13.8 მლნ, კლება წინა წელთან 23.8%;
8. მილები, მილაკები და შლანგები - $13.8 მლნ, კლება წინა წელთან 11.9%;
9. სარეცხი და საწმენდი საშუალებები - $13.6 მლნ, კლება წინა წელთან 12.8%;
10. მავთულები და კაბელები - $13.3 მლნ, კლება წინა წელთან 45.1%;
11. ცემენტი - $12.5 მლნ, ზრდა წინა წელთან 182.4%;
12. მერქანის ფილები - $12.4 მლნ, კლება წინა წელთან 28.9%;
13. პლასტმასის ნაწარმი საქონლის შესაფუთად - $10.9 მლნ, კლება წინა წელთან 13%;
14. ავეჯი და მისი ნაწილები - $10.2 მლნ, კლება წინა წელთან 25.2%;
15. მონოძაფი, წნელები და ღერძები - $9.9 მლნ, კლება წინა წელთან 4.7%;

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში სხვა იმპორტირებული საქონლის ჯამურმა მოცულობამ $602 მლნ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება ექსპორტს, ბოლო მონაცემებით, თურქეთი იმ ქვეყნების ხუთეულშია, სადაც საქართველოდან ყველაზე მეტი ღირებულების საქონლის ექსპორტი ხდება.

რას ყიდის საქართველო თურქეთში - TOP-5 საექსპორტო საქონელი

1. მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი - $27.2 მლნ, ზრდა წინა წელთან 6.6%;
2. ფეროშენადნობები - $22 მლნ, ზრდა წინა წელთან 85.6%;
3. კოსტუმები, კომპლექტები, მამაკაცის ნაქსოვი სამოსი - $10.7 მლნ, ზრდა წინა წელთან 21.6%;
4. ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები - $9.4 მლნ, ზრდა წინა წელთან 223.8%;
5. ფქვილი და ხორცის გრანულები, თევზის ან კიბოსნაირებისგან - $9.1 მლნ, ზრდა წინა წელთან 101.7%;
ხუთეულს მიღმა დარჩენილი სხვა ექსპორტირებული საქონლის ღირებულება ჯამურად $51.3 მლნ იყო.

ცნობისთვის: თურქეთიდან იმპორტი 2015 წლის შემდეგ მზარდია და 2019 წელს $1.6 მლრდ დოლარს მიაღწია. რაც შეეხება ექსპორტს, გასულ წელს მეზობელ ქვეყანაში $202 მლნ ღირებულების საქონელი გავყიდეთ. როგორც სტატისტიკა აჩვენებს, მიმდინარე წელს თურქეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა კი შემცირდა, თუმცა, სავარაუდოდ, იმპორტის ხარჯზე და მთავარი სავაჭრო პარტნიორის სტატუსს თურქეთი მიმდინარე წელსაც შეინარჩუნებს.