მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ ჰყავს ტურიზმის ადმინისტრაციას ხელმძღვანელი? - "კითხვის ადრესატი მე არ ვარ“

614839a5e6321
ვიქტორია მღებრიშვილი
20.09.21 11:51
823
9 თვეა, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას უფროსი არ ჰყავს და მას მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი ხელმძღვანელობს.

საკითხთან დაკავშირებით გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას მედეა ჯანიაშვილი კითხვაზე - რატომ არ ჰყავს დღემდე ადმინისტრაციას ხელმძღვანელი და რა ხდება ამ მიმართულებით პასუხობს: „არ ვიცი, რამდენად ვარ ამ კითხვის ადრესატი“.

მისი მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციას მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელობს, ტურიზმის განვითარების კუთხით არსებული ხედვები და სტრატეგია მკაფიოა და აქტიურად ხორციელდება.

„ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი, რომ ტურიზმის ადმინისტრაციაში ყველა პოზიციაზე, განსაკუთრებით წამყვან პოზიციებზე ძალიან გამოცდილი, თავის საქმეზე შეყვარებული ადამიანები არიან დასაქმებულები. ამდენად ის გეზი, ხედვა და სტრატეგია, რომელიც ტურიზმს აქვს განსაზღვრული, მკაფიოდ მიდის და აქედან გადახვევა არც ერთ შემთხვევაში არ ხდება“, - განმარტა ჯანიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ BM.GE-ის ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ხელმძღვანელი არ ჰყავს, თუმცა ჰყავს ხელმძღვანელის მრჩეველი - დავით ელისაშვილი, რომელიც ხელფასის სახით თვიურად 4 000 ლარს იღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები