ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, მარტში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 7.6%-ით შემცირდა და მილიარდ 50 მილიონი კილოვატისაათი შეადგინა. მოხმარების შემცირების მიუხედავად, მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ელექტროენერგიის იმპორტი 4.3%-ით გაიზარდა და 217.9 მლნ კვტ.სთ შეადგინა. იმპორტი რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელდა.
საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტისთვის 28 მლნ 993 ათასი აშშ დოლარი დაიხარჯა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 25.7%-ით მეტია. რაც შეეხება მარტის მონაცემებს, აღნიშნულმა ხარჯმა 8 მლნ 171,8 ათაში აშშ დოლარი შეადგინა, გასული წლის მარტთან შედარებით 7.5%-ით მეტია.
რამ განაპირობა გაზაფხულის პირველ თვეს ელექტროენერგიის იმპორტში ღირებულების თითქმის 26%-იანი ზრდა, ამის შესახებ BM.GE Galt&Taggart-ის უფროს ანალიტიკოსს მარიამ ჩახვაშვილს ესაუბრა.
"ელექტროენერგიის იმპორტი გაზრდილია როგორც მარტში, ასევე წლის პირველ კვარტალში. კონკრეტულად მარტს რომ შევხედოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აფხაზეთის მოხმარების წილი საკმაოდ მნიშვნელოვანია, ჯამურად პირველ კვარტალში კი ჰიდროგენერაციის კლების მნიშვნლოვანი ეფექტია.
პირველ კვარტალში იმპორტი გაზრდილია დაახლოებით 40%-ით, როცა ჰიდროგენერაცია შემცირებულია და "ენგურ-ვარდნილის" ჯამური გენერაცია დაკლებულია 10%-ით, რაც იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთისთვის საჭირო მოხმარება დიდწილად იმპორტით დაკმაყოფილდა.
აფხაზეთის მოხმარება 8%-ით არის გაზრდილი. ის, რომ იმპორტის მნიშვნელოვანი პორცია იყო აფხაზეთისთვის, ასევე იმით დასტურდება, რომ იმპორტის საშუალო ფასი დაკლებულია. თუ იანვარში იმპორტის საშუალო ფასი 5 ცენტი იყო, თებერვალსა და მარტში საშუალო ფასი 3.2 და 3.75 ცენტი დაჯდა, რაც დოლარის კურსის მიუხედავად, დიდწილად განპირობებულია იმით, რომ სალხინოდან ხდებოდა ელექტროენერგიის მომარაგება.
საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანხობრივად და რაოდენობრივადაც იმპორტის ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორი აფხაზეთის კომპონენტი იყო", - განმარტა მარიამ ჩახვაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი