21.ოქტომბერი .2020 23:30

„რატომ უნდა ასწრებდეს ტურიზმის სექტორი სახელმწიფოს თქმას, რომ გადასახადები გადასავადებელია"

„რატომ უნდა ასწრებდეს ტურიზმის სექტორი სახელმწიფოს თქმას, რომ გადასახადები გადასავადებელია"
views 339
უკან

ტურისტული კომპანია Caucasus Travel-ის დამფუძნებლის საბა კიკნაძის აზრით, მთავრობა თავად უნდა მიმხვდარიყო, რომ ტურიზმის ინდუსტრიას გადასახადების გადავადება ესაჭიროებოდა. „რატომ უნდა ასწრებდეს ტურიზმის ინდუსტრია სახელმწიფოს იმის თქმას, რომ გადასახადები გადასავადებელია?!“, - ამბობს BM.GE-ისთან საბა კიკნაძე.

მისი თქმით, სექტორი სახელმწიფოსგან დამატებითი ფინანსების მიღებას კი არ ელის, არამედ იმ გადასახადების გადავადებას ითხოვს, რომელიც მათ ჩავარდნილი ტურისტული სეზონის პირობებში შემოსავლების ვერმიღების გამო არ აქვთ.

„თვალს ხუჭავენ?! რა მიხვედრა უნდა იმას, რომ ტურისტულ კომპანიებს და სასტუმროებს, არანაირი შემოსავალი არ მიუღიათ გარდა იმ სასტუმროებისა, რომლებიც საკარანტინე ზონა იყო. ეს ნამდვილად ფორს-მაჟორია. რად უნდა ამას ის, რომ ტურიზმის ინდუსტრია კაბინეტში დაუჯდეს მთავრობას და უთხრას, გადაგვივადეთ გადასახადებიო, თვითონ უნდა ეთქვათ მანამდე, რომ ეს გადასავადებელია“, - აცხადებს საბა კიკნაძე.

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლის აზრით, მაშინ როდესაც შემცირებული შემოსავლების გამო კერძო სექტორმა თანამშრომლებს ხელფასები შეუმცირა, საჯარო სტრუქტურებში დასაქმებულთა ანაზღაურება სახელმწიფომაც უნდა შეამციროს. 

„ფული თუ უჭირთ ამდენი სსიპ-ები და ააიპ-ები რომ არის და იღებენ უამრავ ხელფასს, მე თუ ვაძლევ ჩემს თანამშრომლებს ნახევარ და ერთ მესამედ ხელფასს და ძალიან ვღელავ ამის გამო, იმიტომ რომ მეტი რესურსი არ მაქვს და ივნისამდე უნდა გავძლოთ, სსიპ-ების თანამშრომლები რას აკეთებენ ისეთს, რომ ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს. ის ხელფასი და ფული უნდა გადანაწილდეს სხვა საჭიროებებზე“, - ამბობს Caucasus Travel-ის დამფუძნებელი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა