კითხვაზე, თუ რატომ ვერ ვითარდება კაპიტალის ბაზარი საქართველოში, ისე როგორც გვსურს, პასუხის გაცემა ჯერ კიდევ მისი განვითარების პირველი მცდელობებით, კერძოდ 90-იანების „სავაუჩერო პრივატიზაციის" წარუმატებლობით შეიძლება დავიწყოთ და მოვიდეთ იქამდე, როდესაც უკვე გამოცდილებად ქცეული მრავალი შეცდომა თუ არასწორი გადაწყვეტილება გვიმაგრებს ზურგს.
დღესდღეობით ბაზრის ხელისშემშლელ ფაქტორებზე ფიქრისას არ შეიძლება არ მოვიაზროთ ქართული საბანკო სისტემა (რომლის ბანკებიც საფონდო ბირჟის საკონტროლო პაკეტის მნიშვნელოვან წილს ფლობენ) და მისი მონოპოლია ფინანსურ ბაზარზე. თუმცა ამ ფაქტის გარეშეც, პრობლემების სია საკმაოდ გრძელია: დაბალი ლიკვიდურობა, ვაჭრობის მცირე მოცულობები, ინვესტორთა სიმცირე, ფინანსური ინსტრუმენტების ნაკლებობა, მაღალი ტარიფები და საკომისიოები, პროცედურების ბიუროკრატიული თვალსაზრისით სირთულე და არასაკმარისი ფინანსური განათლება, რასაც თან ერთვის საფონდო ბირჟის მრავალი წლის წინ შექმნილი ერთადერთი პლატფორმა, რომელიც კი განახლდა (USAID-ის პროექტის ფარგლებში), თუმცა წლების განმავლობაში არ განვითარდა და მნიშვნელოვნად ჩამორჩა როგორც საერთაშორისო ტენდენციებსა და სტანდარტებს, ისე აღმოსავლეთ-ევროპულს (ბულგარეთი, პოლონეთი, რუმინეთი, უნგრეთი) სადაც დღეს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა და მომხმარებელ-ბროკერის კომუნიკაცია რეალურ დროში 100%-ით და მხოლოდ და მხოლოდ ციფრულად ხდება.
ეს ქვეყნები არა მარტო ხელსაყრელი კანონმდებლობითა და ბირჟას, დეპოზიტარსა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურს შორის ინფორმაციის ორგანიზებულად მიმოცვლის შიდა ელექტრონული სისტემებით გამოირჩევიან, არამედ მათ აქვთ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ერთმანეთთან ინტეგრირებული პლატფორმები, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს ერთი ბირჟის სისტემიდან, მეორე ბირჟაზე განთავსებული პირობითად - აქცია (ან სხვა ფინანსური ინსტრუმენტი) შეიძინოს (რაც გლობალურ-ეკონომიკური ლიბერალიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად განიხილება).
უთუოდ სახსენებელია ის, რომ ზემოთ ხსენებული ქვეყნები ასევე იზიარებენ ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს და საერთაშორისო დონეზე გავრცელებულ პრაქტიკას, რომ საფონდო ბირჟა, ხაზგასმით, არის თვითრეგულირებადი ფინანსური ინსტიტუტი.
ბოლოსთვის კი ვეცდები უკეთ განვმარტო სათაურის მინშვნელობა - კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის, მისი პოტენციალის შესწავლისა და თანამედროვეობაში მისი სრული რეალიზებისთვის საჭიროა არა მხოლოდ საფონდო ბირჟაზე, არამედ საფონდო ბირჟაში ინვესტირებაც, ვინაიდან როგორც უორენ ბაფეტი იტყოდა: „ვიღაც ჩრდილში ზის, რადგან ვიღაცამ დიდი ხნის წინ ხე დარგა.”
გიორგი სამნიძე, აბბი ასეტ მენეჯმენტი
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი