მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაზეა დამოკიდებული შეზღუდვების შემსუბუქება? - ამირან გამყრელიძის პასუხი

5fcdfd1d5053c
ინგა მურუსიძე
07.12.20 13:57
779
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდება, შეზღუდვები უნდა გამკაცრდეს, ხოლო თუ სიტუაცია დასტაბილურდა, შესაბამისად, შეზღუდვები უნდა შემსუბუქდეს.

განცხადება გამყრელიძემ მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

"ნებისმიერი მობილობის გაზრდა ხელს უწყობს ინფიცირების მაჩვენებლის გაზრდას, ამიტომ ჩვენ დეკემბრის სამი კვირის განმავლობაში უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციის მიმდინარეობას, განვითარებას და იმის მიხედვით უნდა გადაწყვიტოს საკოორდინაციო საბჭომ თუ რა უნდა ქნას. თუ სიტუაცია გაგვიუარესდა, შეზღუდვები უნდა გამკაცრდეს, ხოლო თუ ციფრები სტაბილიზაციისკენ და შემცირებისკენ წავა, მაშინ გარკვეულ შემსუბუქებაზე მსჯელობა შეიძლება “, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

NCDC-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პირადად მას მაჩვენებლების სტაბილიზაციის მოლოდინი აქვს.

„შემზღუდავი ღონისძიებების შედეგად იმის მოლოდინი გვაქვს, რომ დიდი ზრდა არ უნდა გვქონდეს ანუ ამ კვირის ბოლოსკენ ზრდის მაჩვენებელი სტაბილიზაციისკენ უნდა წავიდეს. დღეს მაჩვენებლების შემცირება გვაქვს, მაგრამ ეს მოხდა იმის ხარჯზე, რომ გუშინ გაკეთდა 10 ათასამდე ტესტი, ხოლო თუ გვექნება 20 ათასამდე ტესტი, მაშინ გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობაც, თუმცა ძირითადად მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების ხარჯზე. სწორედ მათი იზოლირება მოგვცემს ჯაჭვის შემსუბუქების საშუალებას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.