მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რედკო: ლარის პრობლემა პირდაპირ მიბმულია ეკონომიკასთან

5da05d9fd6f01
ელენე გოგბერაშვილი
11.10.19 15:32
1113
დეველოპერული კომპანია „რედკოს“ პროექტების მენეჯერის მალხაზ კუნელაურის განცხადებით, ლარის არასტაბილურობა დეველოპერულ ბაზარზეც ქმნის პროლემას, რადგან არასტაბილურობის განცდა ასეთ დროს ადამიანებს, რომლებიც სესხით თუ დანაზოგით გეგმავდნენ უძრავი ქონების შეძენას, აიძულებს თავი შეიკავონ გადაწყვეტილებების მიღებისგან, რადგან შეიძლება 1-2 დღეში ლარი რამდენიმე ნიშნულით გაუფასურდეს.

„ლარის პრობლემები პირდაპირ მიბმულია ეკონომიკასთან, საგარეო ფაქტორებთან და ვფიქრობ, ეკონომიკა კიდევ უფრო მეტი ტემპით უნდა ამუშავდეს, მაქსიმალური ხელშეწყობა უნდა ჰქონდეს მცირე და საშუალო ბიზნესს და უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები და უნდა იყოს ისეთი საინვესტიცო გარემო, როცა რეგიონში ყველა დაინეტერსებულ უცხოელ ინვესტორს ექნება სურვილი ჩვენს ქვეყანაში ჩადოს ფული.

ბიზნეს გარემო ჩვენთან არის ერთ-ერთი საუკეთესო, თუმცა ამით არ ვართ მაინც კმაყოფილი“-აცხადებს მალხაზ კუნელაური.