მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რეფინანსირების განაკვეთის შერბილებაზე საუბარი ჯერ არ არის” - პაპუნა ლეჟავა

6321c35a23536
ლიკა გურაბანიძე
14.09.22 16:46
536

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად 11%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც bm.ge-ს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განუცხადა, ქვეყანაში ინფლაციური რისკები ნარჩუნდება, ამიტომაც მიზანშეწონილია განაკვეთი გამკაცრებულ დონეზე შენარჩუნდეს.

“საქართველოს ეროვნულ ბანკი გადაწყვეტილებებს ინფლაციური მოლოდინებიდან გამომდინარე იღებს. დღეს ჩვენ ინფლაციის ზრდის თვალსაზრისით საკმაოდ რისკიანი სიტუაცია გვაქვს. ეროვნულ ბანკს უკვე საკმაოდ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა აქვს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ამ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებას გარკვეული პერიოდი დასჭირდება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შენარჩუნება მკაცრ დონეზე ხანგრძლივი ვადით მოგვიწევს.

შემდეგ მონეტარულ პოლიტიკის სხდომაზე ვიმსჯელებთ, არის თუ არა საჭირო დამატებით რეფინანსირების განაკვეთის გამკაცრება, ჯერ მის შერბილებაზე საუბარი არ არის. ინფლაცია 10.9%-ია, როდესაც ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი 3%-ია", - აღნიშნა ლეჟავამ.

აღსანიშნავია, რომ დეპუტატებიც სებ-ის გადაწყვეტილებას სწორად მიიჩნევენ.