22.იანვარი .2022 11:09

რეგიონები, რომელიც ვირუსის გავრცელებით მოწინავე პოზიციაზეა - დღის COVID-რუკა

რეგიონები, რომელიც ვირუსის გავრცელებით მოწინავე პოზიციაზეა - დღის COVID-რუკა
views 658
უკან

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 11 039 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 5 199 პირი, 42 კი გარდაიცვალა.


დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 11 039 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 6 027 შემთხვევა, აჭარა - 1 167, იმერეთი - 1 323, ქვემო ქართლი - 512, შიდა ქართლი - 475, გურია - 218, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 500, კახეთი -366, მცხეთა-მთიანეთი - 203, სამცხე-ჯავახეთი - 208, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -40.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 70 423, საიდანაც 4 462 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 938, აჭარაში - 610, იმერეთში - 821.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 989 პირი, 1 921 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 64 040 პირი კი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 17.28%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 11.98% ხოლო 7 დღის მანძილზე - 14.32%.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა