მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგიონებში რომ ჩავდივარ, იქიდან ჩამოვდივარ ოპტიმისტი - სალომე ზურაბიშვილი

5e027adff3798
BM.GE
25.12.19 00:51
1699
რეგიონებში რომ ჩავდივარ, იქიდან ჩამოვდივარ ოპტიმისტი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ სადმე არის ინიციატივები, ახალი წამოწყებები, ეს არის რეგიონში:

„არა საკმარისი იმისთვის რომ რეგიონების ეკონომიკური განვითარება უკვე თვალსაჩინო იყოს, მაგრამ ეს ხდება. იმიტომ ჩავდივარ, რომ მოვისმინო მათი ხმა. მაღალმთიან რეგიონებში დაიწყო დაბრუნება, ეს არის ჯერ კიდევ ერთეულები, მაგრამ არსებობს... არ შეიძლება ქვეყანა ცხოვრობდეს ისე, რომ მხოლოდ ცუდს ხედავდეს, კარგს არასოდეს ხედავდეს და არავისგან მოდიოდეს იმპულსი, რომ არის რაღაცები.

ჩვენ თუ გვინდა რომ ახალგაზრდებმა ეს ინიციატივები მიიღონ, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ, დაბრუნდნენ და იგრძნონ რომ ამ ქვეყანაში რაღაც პერსპექტივა არის, ეს პერსპექტივა უნდა დავანახოთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.