თურქეთში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ ეხმაურება.
„ვგლოვობთ კარამანმარასში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის დროს ადამიანების ტრაგიკულად დაღუპვას. საქართველო თურქი ხალხის გვერდით დგას ამ მძიმე დროს. ვუსამძიმრებ მსხვერპლთა ოჯახებს და ვუსურვებ სიძლიერეს ადგილზე მყოფებს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გამთენიისას თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს მოხდა. დაღუპულია 600-ზე მეტი ადამიანი.
საქართველოს მთავრობა თურქეთს სამაშველო სამუშაოებისთვის ტექნიკას და მაშველებს გაუგზავნის.




























