მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგიონის რომელ ქვეყანაში იზრდება COVID-19-ის შემთხვევები ყველაზე სწრაფად - სტატისტიკა

5f89c5bdbc90a
BM.GE
16.10.20 19:57
953
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 15327-მდე გაიზარდა.  ამ დროისთვის COVID-19-ისგან 7613 ადამიანი არის გამოჯანმრთელებული. დღესვე გარდაცვლილთა რაოდენობა 124-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5900 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 836 პირი. კოვიდ ფორმატის სასტუმროში კი 1388 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში COVID-19-ის სტატისტიკა ამგვარია:

● რუსეთი - ახალი შემთხვევები +15,150; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 1,369,313. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 1,056,582. გარდაცვლილთა რაოდენობა 23,723 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 232 ადამიანი;
● უკრაინა - ახალი შემთხვევები +5,992; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 287,231, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 121,919. გარდაცვლილთა რაოდენობა 5,408 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 106 ადამიანი;
● თურქეთი - ახალი შემთხვევები +1,693; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 342,143, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 299,679. გარდაცვლილთა რაოდენობა 9,080 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 66 ადამიანი;
● სომხეთი - ახალი შემთხვევები +1,465; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 61,460, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 47,541. გარდაცვლილთა რაოდენობა 1,056 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 10 ადამიანი;
● აზერბაიჯანი - ახალი შემთხვევები +509;ინფიცირების ჯამური შემთხვევები 43,789, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 39,800. გარდაცვლილთა რაოდენობა 621 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 2 ადამიანი.