მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგულირების სააგენტო პარტნიორია, როგორც კლინიკებისთვის, ასევე ფარმაბიზნესისთვის - მინისტრი

61bc82a1d31e2
ინგა მურუსიძე
17.12.21 18:36
380
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ მუშაობის 2 წლის ანგარიში წარადგინა, რომელსაც  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიც ესწრებოდა.

ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ რეგულირების სააგენტო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უწყებაა სამედიცინო მომსახურებისა და ფარმაცევტული მიმართულებით ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. მინისტრის შეფასებით, სააგენტომ 2 წლის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი რეფორმები განახორციელა, მათ შორის უახლესი GMP/GDP ხარისხის სტანდარტის ამოქმედებაა.

„რეგულირების სააგენტო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სააგენტო ჯანდაცვის უწყებაში, რომელიც ორიენტირებული არის ჩვენი მოქალაქეებისთვის ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებისა და ასევე უსაფრთხო სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფაზე, ყველა მნიშვნელოვანი და მათ შორის ხმაურიანი შემთხვევების გამოკვლევაზე და დადგენაზე. მინდა, ასევე ხაზი გავუსვა იმ რეფორმას, რაც რეგულირების სააგენტომ განახორციელა და ეს გახლავთ GMP და GDP სტანდარდის დანერგვა.

უკვე 2022 წლიდან საქართველოში, ეტაპობრივად, ყველა ფარმა მიმართულება გადავა ამ სტანდარტზე. აქ აუცილებლად მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ დღეს როგორც არასდროს რეგულირების სააგენტო წარმოადგენს პირველ რიგში პარტნიორს, როგორც კლინიკებისთვის, ასევე ფარმაბიზნესისთვის. სწორედ ამ დიალოგით და პარტნიორული ურთიერთობებით მათ შეძლეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი, გარდამტეხი რეფორმა განახორციელეს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.