მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეკომენდაციები ტურიზმის უსაფრთხოებაზე მაისის ბოლოს დამტკიცდება - UNWTO

5eb564381e0ea
BM.GE
08.05.20 17:52
858
ტურიზმის უსაფრთხოების სტანდარტები არა მხოლოდ საქართველოს, ყველას შეეხება. ჩვენ ამ სტანდარტებს ვამუშავებთ ისეთ პარტნიორებთან ერთად, როგორებიც არიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, კრუიზის მიმართულებით გვყავს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია - KLIA, ასევე, საერათშორისო საზღვაო ორგანიზაცია, ამას ემატება რამდენიმე კერძო კომპანია, - ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა ვიდეოკონფერენციაში განაცხადა, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი და სექტორში მომუშავე სხვა საჯარო პირები მონაწილეობდნენ.

მისი თქმით, ტურიზმის და ტურისტის მენტალიტეტი სავარაუდოდ შეიცვლება, იქნება ბევრად უფრო გამკაცრებული, თუმცა ეს იქნება გარკვეული დროით.

"ეს რეკომენდაციები მაისის ბოლოს უკვე დამტკიცდება და მიეწოდება წევრ ქვეყნებს. ეს სტანდარტები არანაირ სირთულეებთან არ იქნება დაკავშირებული, უბრალოდ იქნება ნორმატივები და პროტოკოლი, რომლის დაცვაც საკმაოდ მარტივი იქნება. რა თქმა უნდა მხოლოდ ხელების დაბანა არ იქნება, თუმცა იქნება გაწერილი ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც თითოეულმა ტურისტმა უნდა გაითვალისწინოს. ტურიზმის და ტურისტის მენტალიტეტი სავარაუდოდ შეიცვლება, იქნება ბევრად უფრო გამკაცრებული, თუმცა ეს იქნება გარკვეული დროით, ვფიქრობთ და ვვარაუდობთ, რომ გარკვეული პერიოდის მერე არავის აღარ გვეხსომება ეს რთული და მძიმე პერიოდი, რომელიც ინდუსტრიამ მიიღო 2-3 თვის მანძილზე", - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.