მსოფლიოს უმსხვილესი ვირტუალური ვალუტა სწრაფი ტემპებით უფასურდება. ბოლო 48 საათში მისმა დანაკარგმა $10 ათასი დოლარს გადააჭარბა, რის შედეგადაც ერთი ბიტკოინის ღირებულება, რაც 2 დღის წინ $58,200 დოლარი იყო, ახლა $48 ათასი ღირს. განსაკუთრებული ტემპით შემცირება დღეს მოხდა.
შედეგად შემცირდა ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაციაც და ის ამჟამად 905 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ნიშნავს იმას, რომ კვირის დასაწყისიდან ბიტკოინი კაპიტალიზაციით $1 ტრილიონი დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა.
ბიტკოინის მკვეთრი გაუფასურება აშშ-ის ხაზინის მდივნის, ჯანეტ იელენის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც კრიპტოვალუტების ინვესტორები და მისი მომხმარებლები ამ ციფრული აქტივების რისკების შესახებ გააფრთხილა. ასევე მან ისაუბრა ფულის გათეთრებისა და არალეგალური აქტივობების შესახებ, რომელთა მიზნითაც ხშირად კრიპტოვალუტების ტრანზაქციები გამოიყენება.
"ჩემი აზრით, ეს არის არაეფექტიანი გზა ტრანზაქციების განსახორციელებლად, ხოლო მის მიერ დახარჯული ენერგია, რაც ამ ტრანზაქციების დადასტურებას სჭირდება, გამაოგნებელია. ამასთანავე, ვშიშობ, რომ მას ხშირად არალეგალური მიზნებითაც იყენებენ. ეს არის ძალიან სპეკულატიური აქტივი და ჩემი აზრით, საზოგადოება უნდა იყოს საქმის კურსში, რომ მას შეიძლება ძალიან დიდი მერყეობა ჰქონდეს და ვშიშობ, მისმა ინვესტორებმა შეიძლება პოტენციური დანაკარგებიც ნახონ", - აღნიშნა აშშ-ის ხაზინის მდივანმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი