მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესტორნების შიდა სივრცეები ბათუმში 1 მარტიდან, ხოლო სხვა ქალაქებში 8 მარტიდან ამოქმედდება

60362999efaa7
ვიქტორია მღებრიშვილი
24.02.21 14:26
2332
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის ფარგლებში რესტორნების შიდა სივრცეების ამოქმედება ბათუმში 1 მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან დაიშვება. ამის შესხებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ, შაბათ-კვირის გარდა, ბათუმში 1 მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან. ამასთან, ძალაში დარჩება 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. რესტორნებს შიდა სივრცეებში მოუწევთ დადგენილი სტანდარტების და რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან მკაცრად გაკონტროლდება“, - განაცხადა პრემიერმა.