მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რის ხარჯზე გაიზარდა მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები?- საქსტატი

5dee216b84a2f
სალომე მეცხვარიშვილი
09.12.19 14:08
1577
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის მესამე კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში FDI-იმ 417.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7 პროცენტით მეტია.

2019 წლის 9 თვეში ჯამურად საქართველოში $908.9 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2018 წელთან შედარებით 17%-ით ნაკლებია. კლება ძირითადად წლის პირველ და მეორე კვარტალში FDI-ს შემცირებას უკავშირდება.

საქსტატის ხელმძღვანელმა განმარტა, რას უკავშირდებოდა მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მატება.

“ზრდის მიზეზად გვევლინება ძირითადად რეინვეტსიციის მაჩვენებელის ზრდა და ასევე აღსანიშნავია სავალო ვალდებულების ზრდა, რაც შეეხება სააქციო კაპიტალის მიმართულებას, კლების ტენდენციით ხასიათდება.

რაც შეეხება 9 თვის შედარებას წინა წლის შესაბამის პერიოდთან. მიზეზი უცვლელია, რაც წინა 2 კვარტლის განმავლობაში იყო: აქ ძირითადად ინვესტორის მიმართ ვალდებულების შემცირება ფიქსირდება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა არარეზიდენტიდან რეზიდენტის საკუთრებაში”,- განაცხადა თოდრაძემ.

კითხვაზე, რა გახდა საფინანსო სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის განმსაზღვრელი, რადგანაც მესამე კვარტალში ყველაზე დიდი ზრდა სწორედ ამ სექტორშია, გოგიტა თოდრაძე ამბობს, რომ 2019 წლის მესამე კვარტალში შეინიშნება მოგების და შესაბამისად, რეინვესტიციის ზრდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები