30.ოქტომბერი .2020 15:38

რითი ხსნის ფინანსთა მინისტრი სექტემბერში ეკონომიკის ვარდნის კლებას

რითი ხსნის ფინანსთა მინისტრი სექტემბერში ეკონომიკის ვარდნის კლებას
views 293
უკან

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სექტემბერში დაფიქსირებული ეკონომიკის -0.7%-იანი ვარდნის წინასწარი მაჩვენებელი შეაფასა და განაცხადა, რომ აღნიშნული მთავრობის მიერ განხორციელებული ფისკალური სტიმულირების შედეგია.

"ეს ნიშნავს იმას, რომ თითქმის ისეთივე ეკონომიკური აქტივობები გვაქვს სექტემბერში, რაც გვქონდა შარშან. ამავე დროს, უნდა უნდა გვხასოვდეს, რომ სხვადასხვა შეფასებით, ტურიზმის წილი ჩვენს ეკონომიკაში, დაახლოებით, 9-11%-ია და ჩვენ სწორედ ეს მონაცემები დაგვაკლდა. მიუხედავად ამისა, პრაქტიკულად, შარშანდელ დონეზე ვართ. რას ნიშნავს ეს - ჩვენ წელს ეკონომიკას მივეცით სერიზული ფისკლაური სტიმული, ბიუჯეტის დეფიციტი გავზარდეთ 8,5%-ით. ამ სტიმულის საფუძველზე, მოხდა ნაწილობრივი კომპენსაცია იმ ეკონომიკური დანაკლისისა, რაც გამოიწვია ტურიზმის ვარდნამ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ფისკალური სტიმული მუშაობს და რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა და პასუხი 2020 წლის კრიზისის მიმართ, იყო ადეკვატური“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ივანე მაჭავარიანმა თავისი სიტყვების გასამყარებლად IMF-ის მიერ საქართველოსთვის განკუთვნილი ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც მოიშველია და თქვა:

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო პერიოდის მოლოდინით 2021-2025 წლებში პერიოდში საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით, 5%-ით გაიზრდება. ეს ზრდა რეგიონში ყველაზე დიდი იქნება, რეგიონი კი მოიცავს ევროპას, ახლო აღმოსავლეთს, სამხრეთ კავკასიას და დსთ-ის ქვეყნებს. ანუ მოლოდინია, რომ ჩვენ გვექნება ყველაზე მაღალი ზრდა 4-5 წელიწადში, რაც ნიშნავს იმას, რომ აღდგენის პროცესი იქნება ყველაზე სწრაფი, რასაც სექტემბრის ეკონომიკური ზრდის ტენდენცია ადასტურებს“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა