თბილისის ცენტრში, მდებარე ე.წ. “რიყის დოქების” კომპლექსი მეშვიდედ გამოცხადებულ აუქციონზე გაიყიდა. ობიექტი, რომლის გაყიდვასაც 2020 წელს მთავრობა 96 მილიონ ლარად გეგმავდა, თითქმის ათჯერ ნაკლებ ფასად - 10 მილიონად გაიყიდა.
BMG-იმ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ ვინ არის პროექტის ახალი მესაკუთრე. უწყების თანახმად, 14,591 კვადრატული მეტრის საკუთრება 10,020,000 ლარად ლუქსემბურგში რეგისტრირებულმა ფირმა Global Victory Trust-მა შეიძინა. შესაბამისად, კომპანიამ ფართის ერთ კვადრატულ მეტრში 687 ლარი გადაიხადა.
“საზოგადოებისთვის ცნობილი როგორც „რიყის დოქები“, ელექტრონულ აუქციონზე 10,020,000 ლარად „Global Victory Trust“-მა იყიდა. აუქციონის პირობების მიხედვით ობიექტის მომავალი მესაკუთრე ვალდებულია 36 თვის ვადაში, ტერიტორიაზე ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოაწყოს, რისთვისაც არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ობიექტის სამომავლო განვითარება ხელს შეუწყობს რიყის ტერიტორიაზე ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრის გაჩენას, რაც კიდევ უფრო აამაღლებს ტურისტულ პოტენციალს და გაზრდის ვიზიტორთა რაოდენობას,”- ამბობენ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.
ვინ ფლობს Global Victory Trust-ს?
ამონაწერის მონაცემების თანახმად, კომპანია 2016 წლის 8 ივლისს, ლუქსემბურგის საჰერცოგოში არის რეგისტრირებული. მის მენეჯერად მითითებულია ორი პირი - რუსეთის მოქალაქე იგორ დიადჩენკო და ავსტრიის მოქალაქე მარკ მაილო ლუბი. პარალელურად, დიადჩენკო არის ამავე მისამართზე რეგისტრირებული კიდევ ერთი კომპანიის GVT Development-ის მენეჯერად მითითებული. თუმცა, ვინ არიან ამ კომპანიების ბენეფიციარი მესაკუთრეები ღია წყაროებში მითითებული არ არის.
თავად იგორ დიადჩენკოს LinkedIn-ის პროფილის თანახმად, ის 2015 წლამდე დსთ-ს რეგიონში Hilton Worldwide-ის განვითარების მენეჯერი იყო, 2015 წლიდან კი კერძო საინვესტიციო ფონდის დირექტორის პოსტზე მუშაობს, თუმცა პროფილში ამ კერძო საინვესტიციო ფონდის სახელი მითითებული არ აქვს.
სტატიის განახლება - 25 მარტი, რეალური ინვესტორის სახელი ცნობილია:
სახელმწიფო ქონების სააგენტოს მიერ BMG-ისთვის დამატებით მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, Global Victory Trust-ს ხელმძღვანელობს დოქტორი კრისტოფერ ჰილლი. კომპანიის აქციონერია “გლობალ ვიქტორი ინვესტმენტ”, რომელიც დარეგისტრირებულია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. მისი მფლობელი და დირექტორია მარიამ ხიდაშელი, ხოლო კომპანიის დირექტორატშია ბიზნესმენი დავით ხიდაშელი.
დავით ხიდაშელის შესახებ:
დავით ხიდაშელი სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მწარმოებელი ბერძნული კომპანია INTRACOM S.A. TELECOM SOLUTIONS-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. INTRACOM-ი სხვადასხვა სახეობის რადიო მოწყობილობების რეალიზაციით არის დაკავებული, მათ შორის ტელეკომ მიმღებები, სერვერები, 4G გადამცემები და სხვა.
კომპანიის აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს INTRACOM-ის შემოსავალი - 139 მილიონი ევრო, წმინდა ზარალი კი, 12.7 მილიონი ევრო იყო.
INTRACOM-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის მიხედვთ, დავით ხიდაშელი 1998-1999 წლებში დსთ-ის ქვეყნებში ფრანგული Castel Group-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იყო, ხოლო 2007-2014 წლებში კი, რუსეთის ერთ-ერთი მსხვილი კორპორაციის АФК “Система”-ს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის და ინოვაციების დარგში ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა.
2021 წლის სექტემბერში ხიდაშელმა სახელმწიფოს ჭავჭავაძეების ისტორიული ხმალი აჩუქა, 2020 წლის აპრილში კი მან stopcov ფონდს 1.2 მილიონი ლარი შესწირა.
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი