მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დაიწყება თბილისში ჭკვიანი შუქნიშნების პროექტი, რომელსაც KFW €80 მლნ-ით აფინანსებს

6002aa06ee6a6
ვიქტორია მღებრიშვილი
16.01.21 18:00
2282
KFW თბილისის მერიის ჭკვიანი შუქნიშნების სისტემის მოწყობის პროექტს 80 მლნ ევროთი აფინანსებს.

როგორც თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა ვიქტორ წილოსანმა BMG Drive-ში სტუმრობისას განაცხადა, პროექტი წლის ბოლოს დაიწყება და 3 წელიწადში დასრულდება.

„2021 წლის ბოლოდან KFW-ის დახმარებით ქალაქში ერთიანი ჭკვიანი შუქნიშნების მონტაჟს დავიწყებთ, რაც მოიცავს ერთიან მწვანე დერეფნებს და ა.შ. ჯამში, პროექტის დაფინანსება 80 მლნ ევროა და 3 წელიწადში ჩვენ მთელი ქალაქი ჭკვიანი შუქნიშნებით სრულად გვექნება აღჭურვილი“, - განაცხადა წილოსანმა.

მან ჭკვიანი შუქნიშნების მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრა და განმარტა, სატრანსპორტო დერეფნების ამ პროექტისთვის მიყოლა არ არის აუცილებელი.

„ჭკვიანი შუქნიშნები ქალაქის მასშტაბით ხედავს ნაკადებს და შესაბამისად რომელ ადგილას რა ნაკადებია. ამ სისტემამ იცის არსებული გზაჯვარედინების მობილობა, აქედან გამომდინარე ანაწილებს რომელს აუნთოს მწვანე და რომელს წითელი, იმისთვის, რომ არ მოხდეს გზების გადატვირთვა.

პატრულ ინპექტორები ამ შემთხვევაში აღარ დაგვჭირდება, რადგან ისინი ხშირად თავისი გადაწყვეტილებებით მართავენ ნაკადებს, ხოლო ჭკვიანი კამერების არსი იმაში მდგომარეობს, რომ მგზავრობების 80% დაგეგმილია, შესაბამისად სისტემამ იცის 100 მნაქანიდან 80 რა მიმართულებით მოძრაობს.

აქამდე შუქნიშნები განიხილებოდა როგორც ქვეითის გადასვლისთვის ავტომობილების შეფერხების საშუალება, თუმცა შუქნიშნის დანიშნულებაა ავტომობილების ნაკადების დაჩეხვა და მათთვის თანაბარი მანძილით გადაადგილების საშუალება“, - განმარტა თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა.

მისივე თქმით, პარკირება, ჭკვიანი შუქნიშნები, ტაქსების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა, ველობილიკები - ეს ყველაფერი თბილსის ერთიანი სატრასპორტო სისტემის ნაწილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები