მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ჩაერთვებიან ბიზნესები 300-მილიონიან საკრედიტო საგარანტიო სისტემაში - წესები და პირობები

5edc9b40db461
შოთა ტყეშელაშვილი
07.06.20 11:40
2573
საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ცვლილებები უკვე დამტკიცებულია- პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარიდან 300 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ეს თანხა კერძო სექტორისთვის გადაუდებელი დაფინანსების გამოყოფას ისახავს მიზნად. მთავრობის პროგნოზით, სესხების გარანტირების მეშვეობით 2.1 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელის გაცემა მოხდება. პროგრამას ადმინისტრირებას ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ი “აწარმოე საქართველოში” გაუწევს.

საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა მთავრობის დადგენილება, რომელშიც განსაზღვრულია ის პირობები, რომელთა შედეგადაც თანხების ალოკაცია მოხდება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბენეფიციარს დაფინანსების მიღება შეეძლება როგორც ახალი სესხების აღებისთვის, ასევე სესხების რესტრუქტურიზებისთვის. პროექტში ჩაერთვებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც, რომელთათვისაც 30 მილიონი ლარი არის გამოყოფილი.

მთავრობის დადგენილებაში ასევე ნათქვამია, რომ იმისათვის, რათა კომპანიას საკრედიტო-საგარანტიო სისტემაში მონაწილეობის უფლება მიეცეს, მისი შემოსავლების მოცულობა მესამე და მეოთხე კატეგორიის საწარმოსთვის განსაზღვრულ შემოსავლებს არ უნდა აჭარბებდეს, ხოლო მისი არსებული სასესხო ვალდებულებების მოცულობა 12 მილიონ ლარზე დიდი არ უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეწარმე სუბიექტი სესხზე სახელმწიფო გარანტიით ვერ ისარგებლებს.

დოკუმენტში ასევე განსაზღვრულია საქმიანობის 203 სფერო, რომელშიც დაფინანსება გამოიყოფა (სრული სია იხილეთ სტატიის ბოლოს). 

მოთხოვნები პროგრამის ფარგლებში გაცემულ სესხთან მიმართებით

1. კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარისთვის გაცემული სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული სესხის მინიმალური მოცულობა – 20 000 (ოცი ათასი) ლარს, ხოლო მაქსიმალური მოცულობა − 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარს. უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხ(ებ)ის რესტრუქტურიზებისას, ამ პუნქტით გათვალისწინებული სესხის მინიმალური და მაქსიმალური ოდენობები განისაზღვრება ეკვივალენტური/შესაბამისი ოდენობებით უცხოურ ვალუტაში, სესხის რესტრუქტურიზაციის დღისთვის არსებული ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის შესაბამისად. სესხის მაქსიმალური მოცულობა არ იცვლება თანამსესხებლების მიერ სესხის აღების შემთხვევაში. ამასთან, პროგრამის ფარგლებში სესხის რესტრუქტურიზებისას სესხის მოცულობად მიიჩნევა რესტრუქტურიზების განხორციელების მომენტში არსებული სესხის ნაშთი და არა გაცემული სესხის თავდაპირველი ოდენობა.

2. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი უფლებამოსილია, ისარგებლოს რამდენიმე სესხით, თუ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხების ჯამური მოცულობა არ აღემატება 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარს. თანამსესხებლების მიერ სესხის აღების შემთხვევაში, მათ მიერ აღებული სესხების ჯამური ოდენობა (ცალ-ცალკე და ერთობლივად) არ უნდა აღემატებოდეს 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარს.

3. პროგრამის ფარგლებში სესხი გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, ხოლო სესხის რესტრუქტურიზება/რეფინანსირება შესაძლებელია როგორც უცხოურ, ასევე ეროვნულ ვალუტაში. ამასთან, პროგრამის ფარგლებში დასაშვებია უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხის რესტრუქტურიზაცია როგორც ეროვნულ ვალუტაში, ასევე იმავე ვალუტაში, რესტრუქტურიზების განხორციელების დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის შესაბამისად.

4. საკრედიტო გარანტია მოქმედებს სესხის გაცემიდან/რესტრუქტურიზებიდან არაუმეტეს 10 წლის განმავლობაში.

5. საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს სესხის გაცემას ან/და რეფინანსირებას, ხოლო ბანკის შემთხვევაში ასევე გაცემული სესხის რეფინანსირება/რესტრუქტურიზაციას ამ დადგენილების №1 დანართით განსაზღვრულ საქმიანობის სახეებში.

6. რეფინანსირება/რესტრუქტურიზება პროგრამის მიზნებისათვის არ მიიჩნევა ახალი სესხის გაცემად.

7. თუ პროგრამის ფარგლებში რეფინანსირებისას ხდება ბენეფიციარისთვის თანხის დამატება, ნამეტი თანხა მიიჩნევა პროგრამის ფარგლებში აღებულ ახალ სესხად, რომელიც შესაძლოა, არ აკმაყოფილებდეს წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში დასახელებული სესხის მინიმალური მოცულობის მოთხოვნას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნამეტი თანხა (ახალი სესხი) გაცემულია რეფინანსირებული სესხის მომსახურების მიზნით, რომლებიც თავის მხრივ აკმაყოფილებდა პროგრამით დადგენილ ლიმიტებსა და კრიტერიუმებს.

8. პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის რეფინანსირების შემთხვევაში, თუ სესხის მოცულობა არ აკმაყოფილებს სქემის ფარგლებში მოთხოვნილ კრიტერიუმს, საკრედიტო გარანტიის გამოყენება ხდება სესხის თავდაპირველი მახასიათებლ(ებ)ის შესაბამისად.

პროგრამის განხორციელების პროცესი და საკრედიტო გარანტიის თანხის მართვა:

1. პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველი მეწარმე სუბიექტი მიმართავს შესაბამის ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას.

2. კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ამოწმებს მეწარმე სუბიექტის შესაბამისობას დადგენილების მე-5 მუხლის პირველ და მე-6 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების მოთხოვნებთან და დასახელებულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში სააგენტოს უგზავნის მიმართვის ფორმასა და საგარანტიო თანხის ჩარიცხვის მოთხოვნას.

3. სააგენტო უზრუნველყოფს კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისობის შემოწმებას პროგრამის კრიტერიუმებსა და პირობებთან.

4. კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ სესხის ძირითადი მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის სააგენტოსთვის მიწოდებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში სააგენტო ადასტურებს ან უარყოფს სესხის ძირითადი მახასიათებლების შესაბამისობას პროგრამის კრიტერიუმებსა და პირობებთან. სააგენტოს დასტურის შემთხვევაში, სესხი ითვლება პროგრამის ფარგლებში დამტკიცებულად.

5. სააგენტოს მიერ წინამდებარე დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 ან/და მე-4 პუნქტის შესაბამისად სადეპოზიტო ანგარიშზე ჩასარიცხი საგარანტიო თანხის ოდენობა, რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში, განისაზღვრება კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით, წინა თვის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაცემული:

- ახალი სესხების შემთხვევაში, წინამდებარე დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ლიმიტების ფარგლებში – 31.5 პროცენტის ოდენობით, ხოლო

- კომერციული ბანკის მიერ რესტრუქტურიზებული სესხების შემთხვევაში, წინამდებარე დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ლიმიტების ფარგლებში – 10.5 პროცენტის ოდენობით.

6. სააგენტო საკრედიტო გარანტიის თანხის ჩარიცხვას უზრუნველყოფს წინამდებარე დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 ან/და მე-4 პუნქტის შესაბამისად კომერციულ ბანკ(ებ)ში გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე ყოველი თვის 15 რიცხვამდე.

7. ყოველი თვის 10 რიცხვამდე კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით არსებული ფაქტობრივი პორტფელის შემადგენელი ახალი სესხების ძირი თანხის დაფარვების, 31.5 პროცენტის, ხოლო კომერციული ბანკის შემთხვევაში, ასევე რესტრუქტურიზებული სესხების ძირი თანხის დაფარვების 10.5 პროცენტის (რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში) სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხვას მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ დრომდე, როდესაც სადეპოზიტო ანგარიშზე არსებული თანხა (სრულად ან ნაწილობრივ) არ არის ამოწურული გადეფოლტებული სესხების გარანტირებული ნაწილის ჩამოჭრების შედეგად. თანხის ამოწურვის შემთხვევაში დაფარვების მიხედვით თანხის ჩარიცხვის ვალდებულება კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას წარმოეშობა სესხების გაცემის, ხოლო ბანკის შემთხვევაში, ასევე რესტრუქტურიზაციის შედეგად წინამდებარე დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის არსებობის შემდეგ, რის საფუძველზეც ყოველი თვის 10 რიცხვამდე კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს წინა თვის ბოლო დღის მდგომარეობით არსებული ფაქტობრივი პორტფელის შემადგენელი სესხების ძირი თანხის მხოლოდ მიმდინარე დაფარვების შესაბამისი პროპორციული ოდენობის სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე ჩარიცხვას.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო ხაზინაში სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე მიმდინარე დაფარვების შესაბამისი ჩასარიცხი თანხა განისაზღვრება:

- პროგრამის ფარგლებში გაცემული ახალი სესხების ძირი თანხის დაფარვების 31.5 პროცენტის ოდენობით;

- პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ რესტრუქტურიზებული სესხების ძირი თანხის დაფარვების 10.5 პროცენტის ოდენობით.

9. სააგენტო ამოწმებს ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ სააგენტოს ანგარიშზე ჩარიცხული თანხის სისწორეს და აღმოჩენილი უზუსტობის შემთხვევაში, მხარეები უზრუნველყოფენ აღნიშნული უზუსტობის აღმოფხვრას, კომერციულ ბანკსა/მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად.

10. კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვის, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმის ან საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლების შემთხვევაში ახალი სესხის ძირი თანხის ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 31.5 პროცენტის, ხოლო კომერციული ბანკის შემთხვევაში ასევე რესტრუქტურიზებული სესხის ძირი თანხის ნაშთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 10.5 პროცენტის, რომელიც გამოხატულია ეროვნულ ვალუტაში, ჩარიცხვას სახელმწიფო ხაზინაში არსებული სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების ანგარიშზე, საკრედიტო გარანტიის ვადის ამოწურვიდან, საკრედიტო გარანტიაზე სრულად უარის თქმიდან, საკრედიტო გარანტიის უზრუნველყოფით სრულად ჩანაცვლებიდან, 15 კალენდარული დღის განმავლობაში.

11. სესხის ტრანშებად გაცემის შემთხვევაში, საგარანტიო თანხის განთავსება კომერციულ ბანკში წინამდებარე დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 ან/და მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე ხორციელდება ტრანშის პროპორციულად.

12. კომერციული ბანკის მიერ გაცემული/რესტრუქტურიზებული სესხის დეფოლტის შემთხვევაში, სააგენტოსთვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, კომერციული ბანკი მოახდენს სააგენტოს სადეპოზიტო ანგარიშიდან ასათვისებელი თანხის ჩამოჭრას პროგრამის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.

13. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული სესხის დეფოლტის შემთხვევაში, სააგენტოსთვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, კომერციული ბანკი მისთვის სააგენტოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოახდენს სააგენტოს სადეპოზიტო ანგარიშიდან ასათვისებელი თანხის ჩამოჭრას პროგრამის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ანგარიშზე გადარიცხვას.

14. კომერციულ ბანკში მე-4 მუხლის მე-3 ან/და მე-4 პუნქტის შესაბამისად არსებულ სადეპოზიტო ანგარიშზე რიცხული ნაშთი არ ექვემდებარება ფისკალური წლის ბოლოს სახელმწიფო ბიუჯეტში უკან დაბრუნებას.

15. კომერციული ბანკი ყოველი თვის 15 რიცხვამდე უზრუნველყოფს წინამდებარე დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 ან/და მე-4 პუნქტის შესაბამისად გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშებზე ეროვნულ ვალუტაში გამოხატული დეპოზიტის საპროცენტო სარგებლისა და საკრედიტო გარანტიით სარგებლობის საკომისიოს თანხის ჩარიცხვას ხაზინის ერთიან ანგარიშზე. ამასთან, ყოველი თვის 15 რიცხვამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს საკრედიტო გარანტიით სარგებლობის საკომისიოს თანხის ჩარიცხვას ხაზინის ერთიან ანგარიშზე.

16. კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წინამდებარე დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმითა (წერილობით, ელექტრონულად, პროგრამული უზრუნველყოფით) და პერიოდულობით უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ სააგენტოსთვის პროგრამის ფარგლებში გაცემული, ხოლო ბანკის შემთხვევაში ასევე რესტრუქტურიზებული სესხების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

17. წინამდებარე დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული ფორმითა (წერილობით, ელექტრონულად, პროგრამული უზრუნველყოფით) და პერიოდულობით კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია აწვდის სააგენტოს, განახლებულ ინფორმაციას სასესხო პორტფელის შესახებ, სესხის დაფარვების, ვადაგადაცილებების, დეფოლტისა და ახალი, კომერციული ბანკის შემთხვევაში ასევე რესტრუქტურიზებული სესხების შესახებ.

რა ხდება მაშინ, როდესაც სახელმწიფოს მიერ გარანტირებულ სესხზე დეფოლტი დგება - ანუ მსესხებელი თანხის მომსახურების გადახდისუუნაროა:

1. კომერციული ბანკის მიერ გაცემული/რესტრუქტურიზებული სესხების დეფოლტის დადგომის შემდეგ წინამდებარე დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სადეპოზიტო ანგარიშზე რიცხული საგარანტიო თანხიდან კომერციული ბანკის მიერ ხდება საკრედიტო გარანტიის ათვისება პროგრამით გათვალისწინებული ლიმიტების ფარგლებში, ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული სესხების დეფოლტის დადგომის შემდეგ წინამდებარე დადგენილების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სადეპოზიტო ანგარიშზე რიცხული საგარანტიო თანხიდან სააგენტოს დასტურის შემდეგ კომერციული ბანკის მიერ ხდება საკრედიტო გარანტიის ჩამოჭრა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ანგარიშზე გადარიცხვა, რომლის მიერ, თავის მხრივ, ხდება საგარანტიო თანხის ათვისება პროგრამით გათვალისწინებული ლიმიტების ფარგლებში, ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

3. დეფოლტის დადგომის თაობაზე კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაუყოვნებლივ აცნობებს სააგენტოს და აწვდის ინფორმაციას საკრედიტო გარანტიის თანხიდან ასათვისებელი თანხის ოდენობის თაობაზე (შემდგომში − ასათვისებელი თანხა).

4. ასათვისებელი თანხა წარმოადგენს პროგრამის ფარგლებში გაცემული, ხოლო კომერციული ბანკის შემთხვევაში, ასევე რესტრუქტურიზებული, სესხის დეფოლტის საფუძველზე წარმოქმნილი ფინანსური რისკის გადანაწილების მიზნით კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის (სააგენტოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ბანკის მეშვეობით) მიერ სააგენტოს სადეპოზიტო ანგარიშიდან ჩამოსაჭრელი თანხის მოცულობას, რომელიც განისაზღვრება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

5. ასათვისებელი თანხის ოდენობა განისაზღვრება გადეფოლტებული სესხის ძირი თანხის (გადასახდელი პროცენტებისა და საკომისიოს გარეშე) ნაშთის გარანტირებული ნაწილის შესაბამისად, დეფოლტის მომენტისთვის არსებული კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფაქტობრივი პორტფელის 35 პროცენტის ოდენობაზე. კერძოდ, ამ პროგრამით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, გადეფოლტებული სესხ(ებ)ი ანაზღაურდება მანამ, სანამ თითოეული კომერციული ბანკისთვის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის პროგრამის ფარგლებში გადეფოლტებული სესხების თანხის ჯამური მოცულობა მიაღწევს ფაქტობრივი პორტფელის 35 პროცენტს.

6. კომერციულ ბანკსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, სააგენტოს მიერ ასათვისებელი თანხის ოდენობის სისწორის დადასტურების შემდეგ, კომერციული ბანკი უფლებამოსილია, ჩამოჭრას სადეპოზიტო ანგარიშზე რიცხული თანხიდან ასათვისებელი თანხის ოდენობა.

7. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული სესხის გადეფოლტების შედეგად ასათვისებელი თანხის სისწორის სააგენტოს მიერ დადასტურებისა და ბანკისთვის შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შემდეგ კომერციული ბანკი ვალდებულია, წინამდებარე დადგენილების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად არსებული სადეპოზიტო ანგარიშიდან ჩამოჭრას ასათვისებელი თანხა და გადაურიცხოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შესაბამის ანგარიშზე, რომელიც, თავის მხრივ, მოახდენს ამ თანხის ათვისებას.

8. დეფოლტის დადგომის საფუძველზე, კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს გადეფოლტებული სესხის ამოღების მიზნით შესაბამისი ქმედებების განხორციელებას.

9. სესხის ამოღების შედეგად მიღებული თანხის გადანაწილება 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაცემულ, ბანკის შემთხვევაში ასევე რესტრუქტურიზებულ, სესხების შემთხვევაში ხდება სესხის გარანტირებული და არაგარანტირებული ნაწილის პროპორციულად. ამოღებული თანხის არაუმეტეს 90 პროცენტისა კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული ახალი სესხის შემთხვევაში ან/და 30 პროცენტისა კომერციული ბანკის მიერ რესტრუქტურიზებული სესხის შემთხვევაში ჩაირიცხება ხაზინის ანგარიშზე, ხოლო დანარჩენი ნაწილი ჩაერიცხება კომერციულ ბანკს/მიკროსაფინანსო ორგანიზაციას.

10. სესხის ამოღების შედეგად ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად მიღებული თანხის გადანაწილების საფუძველზე, ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადარიცხული თანხა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-6 ან/და მე-7 პუნქტის შესაბამისად სადეპოზიტო ანგარიშიდან კომერციული ბანკის მიერ ჩამოჭრილი ასათვისებელი თანხის ფაქტობრივ ოდენობას.

11. თუ სესხის ამოღების პროცესში ვერ მოხდა უზრუნველყოფილი ქონების რეალიზაცია და, აქედან გამომდინარე, განხორციელდა კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ბენეფიციარის ქონების დასაკუთრება, კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ დასაკუთრებული ქონების რეალიზაცია უნდა განხორციელდეს მაქსიმუმ ორი წლის განმავლობაში. სააგენტოსთვის კუთვნილი ნაწილის ჩარიცხვა ხაზინის ერთიან ანგარიშზე განხორციელდება კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ დასაკუთრებული ქონების რეალიზაციის შემდეგ, ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების შესაბამისად.

12. თუ ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ მოხდა დასაკუთრებული ქონების რეალიზაცია, აღნიშნული ქონების სალიკვიდაციო ღირებულების ხელახალი შეფასების საფუძველზე, ორი თვის განმავლობაში კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს სააგენტოსთვის კუთვნილი ნაწილის ჩარიცხვას ხაზინის ერთიან ანგარიშზე, ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების შესაბამისად.

13. თუ პროგრამის ფარგლებში გასაცემი/დასარესტრუქტურიზებელი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად ბენეფიციარის მიერ ხდება ისეთი ქონების მითითება, რომელზეც უკვე რეგისტრირებულია მოთხოვნის უზრუნველყოფის სხვა საშუალებები (იპოთეკა/გირავნობა), მოთხოვნის წარმოშობის მომენტში კრედიტორთა დაკმაყოფილების რიგითობა განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

სექტორები, რომლებშიც მოღვაწე ბიზნესებს საკრედიტო საგარანტიო სისტემაში მონაწილეობის უფლება აქვთ:

● საზღვაო თევზჭერა ;
● საზღვაო აკვაკულტურა ;
● ხორცის გადამუშავება და დაკონსერვება ;
● შინაური ფრინველის ხორცის გადამუშავება და დაკონსერვება ;
● ხორცის პროდუქტების წარმოება ;
● თევზის, კიბოსნაირების და მოლუსკების გადამუშავება და დაკონსერვება ;
● კარტოფილის გადამუშავება და დაკონსერვება ;
● ხილის და ბოსტნეულის წვენების წარმოება ;
● ხილის და ბოსტნეულის გადამუშავების და კონსერვირების სხვა სახეები ;
● ზეთების და ცხიმების წარმოება ;
● მარგარინის და მსგავსი საკვები ცხიმების წარმოება ;
● რძის გადამუშავება და ყველის წარმოება ;
● ნაყინის წარმოება ;
● ფქვილის წარმოება ;
● საფქველ-ბურღულეული სხვა პროდუქტების წარმოება ;
● სახამებლების და სახამებელი პროდუქტების წარმოება ;
● პურის წარმოება ;
● არახანგრძლივი შენახვის საკონდიტრო ნაწარმის წარმოება ;
● ორცხობილებისა და მშრალი ნამცხვრების წარმოება; ხანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის და ნამცხვრების წარმოება ;
● მაკარონის, ატრიის, კუსკუსის და მსგავსი ცომეული პროდუქტების წარმოება ;
● შაქრის წარმოება ;
● კაკაოს, შოკოლადის და შაქრიანი საკონდიტრო ნაწარმის წარმოება ;
● ჩაის გადამუშავება ;
● ყავის გადამუშავება ;
● სუნელ-სანელებლების და საკაზმ-სანელებლების წარმოება ;
● სხვა კვების პროდუქტების წარმოება, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი ;
● მზა საკვების წარმოება ფერმის ცხოველებისათვის ;
● მზა საკვების წარმოება შინაური ცხოველებისათვის ;
● სპირტიანი სასმელების დისტილირება, რექტიფიცირება და შერევა ;
● ღვინის წარმოება ყურძნისაგან ;
● სიდრის და სხვა ხილის ღვინოების წარმოება ;
● სხვა არადისტილირებული, ფერმენტირებული სასმელების წარმოება ;
● ლუდის წარმოება ;
● ალაოს წარმოება ;
● მინერალური წყლების წარმოება ;
● უალკოჰოლო არომატიზებული და/ან დამტკბარი სასმელების წარმოება, როგორიცაა ლიმონათი, ხილის სასმელები, კოლა, ორანჟადი, ტონიკები და მისთ. ;
● მტკნარი სასმელი წყლის წარმოება ;
● თამბაქოს ნაწარმის წარმოება ;
● ტექსტილის ბოჭკოს მომზადება და დართვა ;
● ტექსტილის წარმოება ;
● ტექსტილის გაწყობა ;
● ნაქსოვი და ტრიკოტაჟის ქსოვილების წარმოება ;
● ტექსტილის მზა ნაწარმის წარმოება, ტანსაცმლის გარდა ;
● ხალიჩების და ფარდაგების წარმოება ;
● თოკების, ბაგირების და ბადეების წარმოება ;
● უქსოვადი ნაწარმის წარმოება, ტანსაცმლის გარდა ;
● სხვა ტექნიკური და სამრეწველო ტექსტილის ნაწარმის წარმოება ;
● ტექსტილის სხვა ნაწარმის წარმოება, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი ;
● ტყავის ტანსაცმლის წარმოება ;
● სპეცტანსაცმლის წარმოება ;
● სხვა ზედა ტანსაცმლის წარმოება ;
● საცვლების წარმოება ;
● სხვა ტანსაცმლის და აქსესუარების წარმოება ;
● ბეწვეულის ნაწარმის წარმოება ;
● ტრიკოტაჟის და ნაქსოვი წინდების წარმოება ;
● ნაქსოვი და ტრიკოტაჟის სხვა ტანსაცმლის წარმოება ;
● ტყავის თრიმვლა და გამოქნა; ბეწვეულის გამოქნა და ღებვა ;
● საბარგო ჩანთების, ხელჩანთების და მისთ., სასარაჯო-საუნაგირო ნაკეთობების წარმოება ;
● ფეხსაცმლის წარმოება ;
● ხის ხერხვა და რანდვა ;
● შპონის ფურცლების და ხის პანელების წარმოება ;
● ასაწყობი იატაკის საფარების წარმოება ;
● მშენებლობაში გამოსაყენებელი სხვა სახუროო და სადურგლო ნაკეთობების წარმოება ;
● ხის ტარის წარმოება ;
● ხის სხვა პროდუქტების წარმოება; ნაკეთობების წარმოება კორპის, ჩალის და წნული მასალებისაგან ;
● ქაღალდის მასის წარმოება ;
● ქაღალდის და მუყაოს წარმოება ;
● გოფრირებული ქაღალდის და მუყაოს, ქაღალდის და მუყაოს ტარის წარმოება ;
● საყოფაცხოვრებო და სანიტარიულ-ჰიგიენური დანიშნულების ქაღალდის ნაწარმის წარმოება ;
● ქაღალდის საკანცელარიო საკუთნოების წარმოება ;
● შპალერის წარმოება ;
● სხვა ნაწარმის წარმოება ქაღალდისა და მუყაოსაგან ;
● საამკინძაო და მასთან დაკავშირებული მომსახურება ;
● საკოქსავი ღუმელების პროდუქტების წარმოება ;
● ნავთობპროდუქტების წარმოება ;
● სამრეწველო აირების წარმოება ;
● საღებარების და პიგმენტების წარმოება ;
● სხვა არაორგანული ძირითადი ქიმიკატების წარმოება ;
● სხვა ორგანული ძირითადი ქიმიკატების წარმოება ;
● მინერალური სასუქების წარმოება ;
● აზოტის ნაერთების წარმოება ;
● პლასტმასის წარმოება პირველად ფორმებში ;
● სინთეზური კაუჩუკის წარმოება პირველად ფორმებში ;
● პესტიციდების და სხვა აგროქიმიური პროდუქტების წარმოება ;
● საღებავების, ლაქების და ანალოგიური საღებავი ნივთიერებების, ტიპოგრაფიული საღებავების და მასტიკების წარმოება ;
● საპნის და სარეცხი საშუალებების, საწმენდი და საპრიალებელი საშუალებების წარმოება ;
● პარფიუმერული და ტუალეტის საშუალებების წარმოება ;
● წებოს წარმოება ;
● ეთერზეთების წარმოება ;
● სხვა ქიმიური პროდუქტების წარმოება, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველის ;
● ხელოვნური ბოჭკოს წარმოება ;
● ძირითადი ფარმაცევტული პროდუქტების წარმოება ;
● ფარმაცევტული პრეპარატების წარმოება ;
● რეზინის საბურავების და კამერების წარმოება; რეზინის საბურავების აღდგენა და კაპიტალური რემონტი ;
● რეზინის სხვა ნაწარმის წარმოება ;
● პლასტმასის ფილების, ფურცლების, მილების და პროფილების წარმოება ;
● პლასტმასის საფუთავების წარმოება ;
● პლასტმასის სამშენებლო ნაკეთობების წარმოება ;
● პლასტმასის სხვა ნაწარმის წარმოება ;
● ფურცლოვანი მინის წარმოება ;
● ფურცლოვანი მინის დაყალიბება და დამუშავება ;
● ღრუ მინის წარმოება ;
● ბოჭკოვანი მინის წარმოება ;
● მინის სხვა ნაწარმის წარმოება და დამუშავება, ტექნიკური მინის ნაწარმის ჩათვლით ;
● ცეცხლგამძლე ნაწარმის წარმოება ;
● კერამიკული საფარების და ფილების წარმოება ;
● აგურის, კრამიტის და სხვა სამშენებლო პროდუქციის წარმოება გამომწვარი თიხისაგან ;
● კერამიკული საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ნაკეთობების წარმოება ;
● კერამიკული სანტექნიკური ნაკეთობების წარმოება ;
● კერამიკული იზოლატორების და საიზოლაციო ფიტინგების წარმოება ;
● სხვა ტექნიკური კერამიკული პროდუქტების წარმოება ;
● სხვა კერამიკული ნაკეთობების წარმოება ;
● ცემენტის წარმოება ;
● კირის და ბათქაშის წარმოება ;
● ბეტონის პროდუქციის წარმოება სამშენებლო მიზნებისათვის ;
● ბათქაშის პროდუქტების წარმოება სამშენებლო მიზნებისათვის ;
● ბეტონის წარმოება ;
● ასფალტბეტონის წარმოება ;
● ნარევების წარმოება ;
● ბოჭკოვანი ცემენტის წარმოება ;
● სხვა ნაკეთობების წარმოება ბეტონისგან, ბათქაშის და ცემენტისაგან ;
● ქვის ჭრა, დამუშავება და მოპირკეთება ;
● აბრაზიული პროდუქტების წარმოება ;
● სხვა არალითონური მინერალური პროდუქტების წარმოება, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი ;
● თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება ;
● ფოლადის მილების, მილსადენების, ღრუ პროფილების და მსგავსი ფიტინგების წარმოება ;
● წნელების ცივად ადიდვა ;
● ვიწრო ზოლების ცივად გლინვა ;
● ცივად დაყალიბება ან დანარიმანდება ;
● მავთულის ცივად ადიდვა ;
● ძვირფასი ლითონების წარმოება ;
● ალუმინის წარმოება ;
● ტყვიის, თუთიის და კალის წარმოება ;
● სპილენძის წარმოება ;
● სხვა ფერადი ლითონების წარმოება ;
● თუჯის ჩამოსხმა ;
● ფოლადის ჩამოსხმა ;
● მსუბუქი ლითონების ჩამოსხმა ;
● სხვა ფერადი ლითონების ჩამოსხმა ;
● ლითონის სამშენებლო კონსტრუქციების და ნაწილების წარმოება ;
● ლითონის კარების და ფანჯრების წარმოება ;
● ცენტრალური გათბობის რადიატორების და ბოილერების წარმოება ;
● ლითონის სხვა ცისტერნების, რეზერვუარების და ტევადობების წარმოება ;
● ორთქლის გენერატორების წარმოება, ცენტრალური გათბობის ცხელი წყლის ბოილერების გარდა ;
● ლითონის დამუშავება და დაფარვა ;
● მანქანათმშენებლობის ძირითადი ტექნოლოგიური პროცესები ;
● დანისებრი ნაკეთობების წარმოება ;
● საკეტების, ანჯამების და სახსრების წარმოება ;
● ინსტრუმენტების წარმოება ;
● ლითონის კასრების და მსგავსი ტევადობების წარმოება ;
● მსუბუქი ლითონის საფუთავების წარმოება ;
● მავთულის ნაწარმის, ჯაჭვების და ზამბარების წარმოება ;
● სამაგრების და ხრახნსაჭრელი ჩარხების ნაკეთობების წარმოება ;
● ლითონის სხვა მზა ნაკეთობების წარმოება, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველის ;
● ელექტრონული კომპონენტების წარმოება ;
● ჩასატვირთი ელექტრონული პლატების წარმოება ;
● კომპიუტერების და პერიფერიული მოწყობილობების წარმოება ;
● საკომუნიკაციო მოწყობილობების წარმოება ;
● სამომხმარებლო ელექტრონიკის წარმოება ;
● ინსტრუმენტების და ხელსაწყოების წარმოება გაზომვისთვის, ტესტირების და ნავიგაციისათვის ;
● საათების წარმოება ;
● ირადიაციული, ელექტროსამედიცინო და ელექტროთერაპიული მოწყობილობების წარმოება ;
● ოპტიკური ინსტრუმენტების და ფოტოგრაფიული მოწყობილობების წარმოება ;
● მაგნიტური და ოპტიკური მედიასაშუალებების წარმოება ;
● ელექტროძრავების, გენერატორების და ტრანსფორმატორების წარმოება ;
● ელექტროგამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურის წარმოება ;
● ბატარეების და აკუმულატორების წარმოება ;
● ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების წარმო­ება ;
● სხვა ელექტრონული და ელექტრული გამტარების და კაბელების წარმოება ;
● სადენიანი ხელსაწყოების წარმოება ;
● ელექტროსანათი მოწყობილობების წარ­მოება ;
● ელექტრული საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების წარ­მოება ;
● არაელექტრული საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების წარმოება ;
● სხვა ელექტრული მოწყობილობების წარმოება ;
● ძრავების და ტურბინების წარმოება, საფრენი აპარატების, ავტოტრანსპორტის და მოტოციკლების ძრავების გარდა ;
● ჰიდრავლიკური და პნევმატური მოწყობილობების წარმოება ;
● სხვა ტუმბოების და კომპრესორების წარმოება ;
● სხვა ონკანების და სარქველების წარ­მოება ;
● საკისრების, კბილანების, კბილანა გადაცემების და ამძრავების ელემენტების წარმოება ;
● ღუმელების და ღუმელების სანთურების წარმოება ;
● ამწე-სატრანსპორტო, სატვირთავ-გასატვირთავი და სასაწყობო მოწყობილობების წარმოება ;
● საოფისე ტექნიკის და მოწყობილობების წარმოება (კომპიუტერების და პერიფერიული მოწყობილობების გარდა) ;
● ხელის მექანიზებული ინსტრუმენტების წარმოება ;
● არასაყოფაცხოვრებო მაცივებელი და სავენტილაციო მოწყობილობების წარმოება ;
● საერთო დანიშნულების სხვა მანქანების წარმოება სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი ;
● სასოფლო-სამეურნეო და სატყეო-სამეურნეო ტექნიკის წარმოება ;
● ლითონის დასამუშავებელი მოწყობილობების წარმოება ;
● სხვა ჩარხების წარმოება ;
● მანქანების და მოწყობილობების წარ­მოება მეტალურგიისათვის ;
● მანქანების და მოწყობილობების წარმოება სამთომოპოვებითი მრეწველობისთვის, კარიერების დამუშავებისთვის და მშენებლობისათვის ;
● კვების პროდუქტების, სასმელების, თამბაქოს და თამბაქოს ნაწარმის დასამზა­დე­ბე­ლი მანქანების და მოწყობილობების წარ­მოება ;
● ტექსტილის, ტანსაცმლის და ტყავის ნაწარმის დასამზადებელი მანქანების და მოწყობილობების წარმოება ;
● მანქანების და მოწყობილობების წარ­მოება ქაღალდის და მუყაოს დასამზა­დებლად ;
● პლასტმასის და რეზინის დასამუშავებელი მანქანების და მოწყობილობების წარ­მოება ;
● სპეციალური დანიშნულების სხვა მანქანების წარმოება, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი ;
● ავტოსატრანსპორტო საშუალებების წარმოება ;
● ავტოსატრანსპორტო საშუალებების ძარების წარმოება; მისაბმელების და ნახევარმისაბმელების წარმოება ;
● ელექტრული და ელექტრონული მოწყობილობების წარმოება ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის ;
● სხვა ნაწილების და აქსესუარების წარმოება ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის ;
● გემების და მცურავი კონსტრუქციების მშენებლობა ;
● სასეირნო და სპორტული ნავების მშენებლობა ;
● სარკინიგზო ლოკომოტივების და მოძრავი შემადგენლობის წარმოება ;
● საჰაერო და კოსმოსური საფრენი აპარატების და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების წარმოება ;
● მოტოციკლების წარმოება ;
● ველოსიპედების და ინვალიდების ეტლების წარმოება ;
● სხვა სატრანსპორტო საშუალებების და მოწყობილობების წარმოება, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი ;
● ავეჯის წარმოება დაწესებულებების და მაღაზიებისათვის ;
● სამზარეულო ავეჯის წარმოება ;
● ლეიბების წარმოება ;
● სხვა ავეჯის წარმოება ;
● მონეტების მოჭრა ;
● ძვირფასეულობის და მასთან დაკავშირებული ნაკეთობების წარმოება ;
● ხელოვნური ძვირფასეულობის და მასთან დაკავშირებული ნაკეთობების წარმოება ;
● მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოება ;
● სპორტული საქონლის წარმოება ;
● თამაშების და სათამაშოების წარმოება ;
● სამედიცინო და სტომატოლოგიური ინსტრუმენტების და ნაკეთობების წარ­მოება ;
● ცოცხების და ჯაგრისების წარმოება ;
● სხვა ნაწარმის წარმოება, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი ;
● ლითონის მზა ნაწარმის რემონტი ;
● გემების და ნავების რემონტი და ტექნიკური მომსახურება ;
● საჰაერო და კოსმოსური ხომალდების რემონტი და ტექნიკური მომსახურება ;
● სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები რესტორნებით ;
● სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები რესტორნების გარეშე ;
● დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები ;
● რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები ;
● წიგნების გამოცემა ;
● ცნობარების და სამისამართო სიების გამოცემა ;
● გაზეთების გამოცემა ;
● ჟურნალების და პერიოდიკის გამოცემა ;
● საგამომცემლო საქმიანობის სხვა სახეები ;
● სხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემა ;
● კომპიუტერული დაპროგრამების საქმიანობები ;
● მონაცემთა დამუშავება, განთავსება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები ;
● საინფორმაციო მომსახურების სხვა საქმიანობები, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი ;
● საკონსულტაციო საქმიანობები ბიზნესის და მართვის სხვა საკითხებში ;
● არქიტექტურული საქმიანობები ;
● საინჟინრო საქმიანობები და მათთან დაკავშირებული ტექნიკური კონსულტირება ;
● ტექნიკური გამოცდები და ანალიზები ;
● კვლევები და ექსპერიმენტული დამუშავებები ბიოტექნოლოგიაში ;
● სხვა კვლევები და ექსპერიმენტული დამუშავებები საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებებში ;
● სპეციალიზებული დიზაინერული საქმიანობები ;
● ფოტოგრაფიული საქმიანობები ;
● ადრეული და სკოლამდელი განათლება ;
● დაწყებითი სასკოლო განათლება ;
● ზოგადი საბაზო და საშუალო განათლება ;
● პროფესიული განათლება ;
● საშუალოს შემდგომი არაუმაღლესი განათლება ;
● უმაღლესი განათლება ;
● განათლება სპორტის და დასვენების სფეროში ;
● განათლება კულტურის სფეროში ;
● სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების მოსამზადებელი სკოლების საქმიანობები ;
● სხვა განათლება, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი ;
● დამხმარე საგანმანათლებლო საქმიანობები ;
● ჯანდაცვის სხვა საქმიანობები ;
● საბითუმო ვაჭრობა ახალი და ნახმარი ავტომობილებით ;
● საცალო ვაჭრობა ახალი და ნახმარი ავტომობილებით ;
● საშუამავლო საქმიანობა ავტომობილების საბითუმო და საცალო ვაჭრობის სფეროში ;
● სხვა ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების გაყიდვა ;
● საბითუმო ვაჭრობა ავტომობილების ნაწილებით და აქსესუარებით ;
● საცალო ვაჭრობა ავტომობილების ნაწილებით და აქსესუარებით ;
● სასოფლო-სამეურნეო ნედლეულით, ცოცხალი ცხოველებით, ტექსტილის ნედ­ლეულით და ნახევარფაბრიკატებით მოვაჭრე აგენტების საქმიანობა ;
● სათბობით, მადნეულით, ლითონებით და სამრეწველო ქიმიკატებით მოვაჭრე აგენტების საქმიანობა ;
● მერქნით და სამშენებლო მასალებით მოვაჭრე აგენტების საქმიანობა ;
● მანქანებით და მოწყობილობებით, სამრეწველო მოწყობილობებით, გემებით და საჰაერო ხომალდებით მოვაჭრე აგენტების საქმიანობა ;
● ავეჯით, საყოფაცხოვრებო საქონლით, რკინა-კავეულით და რკინის სხვა წვრილმანით მოვაჭრე აგენტების საქმიანობა ;
● ტექსტილით, ტანსაცმლით, ბეწვეულით, ფეხსაცმლით და ტყავით მოვაჭრე აგენტების საქმიანობა ;
● საკვები პროდუქტებით, სასმელებით და თამბაქოს ნაწარმით მოვაჭრე აგენტების საქმიანობა ;
● სხვა ცალკეული პროდუქტების გაყიდვა სპეციალიზებული აგენტების მიერ ;
● ფართო ასორტიმენტის საქონლით მოვაჭრე აგენტების საქმიანობა ;
● საბითუმო ვაჭრობა მარცვლეულით, დაუმუშავებელი თამბაქოთი, თესლებით და ცხოველების საკვებით ;
● საბითუმო ვაჭრობა ყვავილებით და სხვა მცენარეებით ;
● საბითუმო ვაჭრობა ცოცხალი ცხოველებით ;
● საბითუმო ვაჭრობა ტყავეულით და ბეწვეულით ;
● საბითუმო ვაჭრობა ხილით და ბოსტნეულით ;
● საბითუმო ვაჭრობა ხორცით და ხორცის პროდუქტებით ;
● საბითუმო ვაჭრობა რძის პროდუქტებით, კვერცხით და საკვები ზეთებით და ცხიმებით ;
● საბითუმო ვაჭრობა ალკოჰოლიანი სასმელებით ;
● საბითუმო ვაჭრობა უალკოჰოლო სასმელებით ;
● საბითუმო ვაჭრობა თამბაქოს პროდუქტებით ;
● საბითუმო ვაჭრობა შაქრით ;
● საბითუმო ვაჭრობა შოკოლადით და შაქრიანი საკონდიტრო ნაწარმით ;
● საბითუმო ვაჭრობა პურით და პურფუნთუშეული ნაწარმით ;
● საბითუმო ვაჭრობა ყავით, ჩაით, კაკაოთი და სანელებლებით ;
● საბითუმო ვაჭრობა თევზით, კიბოსნაირებით და მოლუსკებით ;
● საბითუმო ვაჭრობა ფქვილით და ბურღულეულით ;
● საბითუმო ვაჭრობა სხვა საკვებით ;
● არასპეციალიზებული საბითუმო ვაჭრობა საკვებით, სასმელებით და თამბაქოს ნაწარმით ;
● საბითუმო ვაჭრობა ტექსტილით ;
● საბითუმო ვაჭრობა ტანსაცმლით ;
● საბითუმო ვაჭრობა ფეხსაცმლით ;
● საბითუმო ვაჭრობა ტანსაცმლის აქსესუარებით ;
● საბითუმო ვაჭრობა ელექტრული საყოფაცხოვრებო ხელსაწყოებით და მოწყობილობებით ;
● საბითუმო ვაჭრობა რადიო, სატელევიზიო და ვიდეო მოწყობილობებით ;
● საბითუმო ვაჭრობა ჩაწერილი აუდიო- და ვიდეოფირებით, ;
● კომპაქტდისკებით (CD), ციფრული ვიდეოდისკებით (DVD) ;
● საბითუმო ვაჭრობა ფოტოგრაფიული და ოპტიკური საქონლით ;
● საბითუმო ვაჭრობა ფაიფურით, მინის ჭურჭლით და საწმენდი საშუალებებით ;
● საბითუმო ვაჭრობა პარფიუმერიით და კოსმეტიკით ;
● საბითუმო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით ;
● საბითუმო ვაჭრობა ავეჯით, ხალიჩებით და სანათი მოწყობილობებით ;
● საბითუმო ვაჭრობა საათებით და ძვირფასეულობით ;
● საბითუმო ვაჭრობა სპორტული საქონლით ;
● საბითუმო ვაჭრობა საკანცელარიო საკუთნოებით, წიგნებით, ჟურნალებით, გაზეთებით და მისთ. ;
● საბითუმო ვაჭრობა სხვა საყოფაცხოვრებო საქონლით, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი ;
● საბითუმო ვაჭრობა კომპიუტერებით, კომპიუტერული პერიფერიული მოწყობილობებით და პროგრამული უზრუნველყოფით ;
● საბითუმო ვაჭრობა ელექტრონული ნაწილებით ;
● საბითუმო ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით და ნაწილებით ;
● საბითუმო ვაჭრობა სასოფლო-სამეურნეო მანქანებით, მოწყობილობებით და საკუთნოებით ;
● საბითუმო ვაჭრობა ჩარხებით ;
● საბითუმო ვაჭრობა სამთომოპოვებითი, სამშენებლო და სამოქალაქო საინჟინრო მოწყობილობებით ;
● საბითუმო ვაჭრობა მანქანებით და მოწყობილობებით ტექსტილის მრეწველობისათვის და საკერავი და საქსოვი მანქანებით ;
● საბითუმო ვაჭრობა საოფისე ავეჯით ;
● საბითუმო ვაჭრობა საოფისე მანქანებით და მოწყობილობებით ;
● საბითუმო ვაჭრობა სხვა მანქანებით და მოწყობილობებით ;
● საბითუმო ვაჭრობა ნავთობით ;
● საბითუმო ვაჭრობა ბუნებრივი აირით ;
● საბითუმო ვაჭრობა ქვანახშირით ;
● საბითუმო ვაჭრობა ბენზინით ;
● საბითუმო ვაჭრობა დიზელის სათბობით ;
● საბითუმო ვაჭრობა სხვა სათბობით ;
● საბითუმო ვაჭრობა ლითონებით და ლითონის მადნებით ;
● საბითუმო ვაჭრობა ხე-ტყის მასალით ;
● საბითუმო ვაჭრობა სამშენებლო მასალებით ;
● საბითუმო ვაჭრობა სანტექნიკური მოწყობილობებით ;
● საბითუმო ვაჭრობა რკინა-კავეულით, წყალგაყვანილობის და გასათბობი მოწყობილობებით და ინვენტარით ;
● საბითუმო ვაჭრობა მინერალური სასუქებით და აგროქიმიური პროდუქტებით ;
● საბითუმო ვაჭრობა სხვა ქიმიური პროდუქტებით ;
● საბითუმო ვაჭრობა სხვა შუალედური პროდუქტებით ;
● საბითუმო ვაჭრობა შავი და ფერადი ლითონების ჯართით და ნარჩენებით ;
● საბითუმო ვაჭრობა არალითონური ნარჩენებით ;
● არასპეციალიზებული საბითუმო ვაჭრობა ;
● საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით ;
● სხვა საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში ;
● საცალო ვაჭრობა ხილით და ბოს­ტნეულით სპეციალი­ზე­ბულ მაღაზიებში ;
● საცალო ვაჭრობა ხორცით და ხორცის პროდუქტებით სპეციალიზებულ მაღაზიებში ;
● საცალო ვაჭრობა თევზით, კიბოსნაირებით და მოლუსკებით სპეციალიზებულ მაღაზიებში ;
● საცალო ვაჭრობა პურით, ნამცხვრებით, ფქვილოვანი და შაქრიანი საკონდიტრო ნაწარმით სპეციალიზებულ მაღაზიებში ;
● საცალო ვაჭრობა სასმელებით სპეციალიზებულ მაღაზიებში ;
● საცალო ვაჭრობა თამბაქოს ნაწარმით სპეციალიზებულ მაღაზიებში ;
● საცალო ვაჭრობა სხვა საკვები პროდუქტებით სპეციალიზებულ მაღაზიებში ;
● საცალო ვაჭრობა ბენზინით სპეციალიზებულ მაღაზიებში ;
● საცალო ვაჭრობა დიზელის სათბობით სპეციალიზებულ მაღაზიებში ;
● საცალო ვაჭრობა აირისებრი საავტომობილო სათბობით სპეციალიზებულ მაღაზიებში ;
● საცალო ვაჭრობა საპოხი, საცივებელი პროდუქტებით და სხვა საავტომობილო სათბობით სპეციალიზებულ მაღაზიებში ;
● საცალო ვაჭრობა კომპიუტერებით, პერიფერიული მოწყობილობებით და პროგრამული უზრუნველყოფით სპეციალიზებულ მაღაზიებში ;
● საცალო ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით სპეციალიზებულ მაღაზიებში ;
● საცალო ვაჭრობა აუდიო- და ვიდეომოწყობილობებით სპეციალიზებულ მაღაზიებში ;
● საცალო ვაჭრობა ტექსტილით სპეციალიზებულ მაღაზიებში ;
● საცალო ვაჭრობა რკინა-კავეულით, საღებავებით და მინით სპეციალიზებულ მაღაზიებში ;
● საცალო ვაჭრობა ხალიჩებით, ფარდაგებით, კედლის და იატაკის საფარებით სპეციალიზებულ მაღაზიებში ;
● საცალო ვაჭრობა ელექტრული საყოფაცხოვრებო ხელსაწყოებით სპეციალიზებულ მაღაზიებში ;
● საცალო ვაჭრობა საყოფაცხოვრებო ავეჯით ;
● საცალო ვაჭრობა საყოფაცხოვრებო ჭურჭლით, თიხის ჭურჭლით, ფაიფურით და სამზარეულოს საკუთნოებით ;
● საცალო ვაჭრობა არაელექტრული საყოფაცხოვრებო ხელსაწყოებით და მოწყობილობებით ;
● საცალო ვაჭრობა მუსიკალური ინსტრუმენტებით და პარტიტურებით ;
● საცალო ვაჭრობა საყოფაცხოვრებო ხელსაწყოებით და მოწყობილობებით, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი ;
● საცალო ვაჭრობა წიგნებით სპეციალიზებულ მაღაზიებში ;
● საცალო ვაჭრობა გაზეთებით, ჟურნალებით და საკანცელარიო ნივთებით სპეციალიზებულ მაღაზიებში ;
● საცალო ვაჭრობა მუსიკალური და ვიდეოჩანაწერებით სპეციალიზებულ მაღაზიებში ;
● საცალო ვაჭრობა სპორტული მოწყობილობებით სპეციალიზებულ მაღაზიებში ;
● საცალო ვაჭრობა თამაშებით და სათამაშოებით სპეციალიზებულ მაღაზიებში ;
● საცალო ვაჭრობა ტანსაცმლით სპეციალიზებულ მაღაზიებში ;
● საცალო ვაჭრობა ფეხსაცმლით ;
● საცალო ვაჭრობა ტყავის ნაწარმით ;
● საცალო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით სპეციალიზებულ მაღაზიებში ;
● საცალო ვაჭრობა სამედიცინო და ორთოპედიული საქონლით სპეციალიზებულ მაღაზიებში ;
● საცალო ვაჭრობა კოსმეტიკური და ტუალეტის ნაწარმით სპეციალიზებულ მაღაზიებში ;
● საცალო ვაჭრობა ყვავილებით, მცენარეებით, თესლით, სასუქებით, შინაური ცხოველებით და შინაური ცხოველების საკვებით სპეციალიზებულ მაღაზიებში ;
● საცალო ვაჭრობა საათებით და ძვირფასეულობით სპეციალიზებულ მაღაზიებში ;
● საცალო ვაჭრობა სხვა ახალი საქონლით სპეციალიზებულ მაღაზიებში ;
● საცალო ვაჭრობა ანტიკვარიატით ;
● საცალო ვაჭრობა ნახმარი წიგნებით ;
● საცალო ვაჭრობის აუქციონების საქმიანობა ;
● საცალო ვაჭრობა სხვა ნახმარი საქონლით ;
● საცალო ვაჭრობა საკვებით, სასმელებით და თამბაქოს ნაწარმით სავაჭრო ფარდულებში და ბაზრობებზე ;
● საცალო ვაჭრობა ტექსტილით, ტანსაცმლით და ფეხსაცმლით სავაჭრო ფარდულებში და ბაზრობებზე ;
● საცალო ვაჭრობა სხვა საქონლით ფარდულებში და ბაზრობებზე ;
● საცალო ვაჭრობა საფოსტო შეკვეთით ან ინტერნეტის საშუალებით ;
● ინტერნეტ-აუქციონების საცალო ვაჭრობა ;
● სხვა საცალო ვაჭრობა მაღაზიებს, სავაჭრო ფარდულებს და ბაზრობებს გარეთ.