ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტი საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან ერთად, საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA) მფლობელებს წელს 16 დეკემბერს გამოავლენს. კომპანიებს განაცხადის წარდგენის საშუალება ოქტომბრის ბოლომდე აქვთ.
„მსოფლიო ბანკის“ უფროსი კონსულტანტი ირინა გორდელაძე გადაცემა „საქმიან დილაში“ ამბობს, რომ „BARTA”-ს დაჯილდოების ცერემონიალი პანდემიის გამო წელსაც ვირტულურად ჩატარდება.
„შეფასების დროს კომპანიები გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ, მათ უნდა ჰქონდეთ მოდიფიცირებული აუდიტის დასკვნა და ანგარიშგება საკუთარი დარგის მარეგულირებელთან დროულად უნდა ჰქონდეთ წარდგენილი, შემდეგ უკვე 4 ძირითად ნაწილს ვაფასებთ, საქმიანობის მიმოხილვას, კორპორაციული მართვის ანგარიშგებას, არაფინანსურ ანგარიშგებას და სხვა გამჭირვალობის ზომებს. გვაქვს სამი ძირითადი ნომინაცია: საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტი, საუკეთესო მსხვილი არაფინანსური ინსტიტუტი და საუკეთესო მცირე და საშუალო კომპანია.
აღსანიშნავია, რომ ამ სამ ნომინაციას ყოველწლიურად თითო ახალიც ემატება, წელს კი "საუკეთესო მდგრადობის ანგარიშის" ნომინაცია დავამატეთ“- აცხადებს ირინა გორდელაძე.
ინფორმაციისთვის, “BARTA” საქართველოში 2019 წლიდან ტარდება, ეს არის გამჭირვალობის "ოსკარი", რომლის მიზანი ქართული კომპანიების წლიური ანგარიშისა და გამჭირვალობის ხარისხის გაუმჯობესება, გამჭირვალე კორპორაციული ანგარიშგების და წლიური ანგარიშის კულტურის დამკვიდრებაა.
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე