მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გაიზარდა COVID-19-ის შემთხვევები რეგიონის ქვეყნებში - სტატისტიკა

5f75feceac612
BM.GE
01.10.20 20:00
1190
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 6640-მდე გაიზარდა.  ამ დროისთვის COVID-19-ისგან 3419 ადამიანი არის გამოჯანმრთელებული. დღესვე გარდაცვლილთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5392 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 836 პირი. კოვიდ ფორმატის სასტუმროში კი 1100 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში COVID-19-ის სტატისტიკა ამგვარია:

● რუსეთი - ახალი შემთხვევები +8,945; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 1,185,231. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 964,242. გარდაცვლილთა რაოდენობა 20,891 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 169 ადამიანი;
● უკრაინა - ახალი შემთხვევები +4,069; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 213,028, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 94,443. გარდაცვლილთა რაოდენობა 4,193 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 61 ადამიანი;
● თურქეთი - ახალი შემთხვევები +1,391; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 318,663, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 279,749. გარდაცვლილთა რაოდენობა 8,195 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 65 ადამიანი;
● სომხეთი - ახალი შემთხვევები +491; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 50,850, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 44,219. გარდაცვლილთა რაოდენობა 963 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 4 ადამიანი;
● აზერბაიჯანი - ახალი შემთხვევები +80;ინფიცირების ჯამური შემთხვევები 40,309, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 38,068. გარდაცვლილთა რაოდენობა 593 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 2 ადამიანი.