მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გამოიყურება "ზუმერული" 12 წელი! "ზუმერი" იუბილარია (R)

616e96c56e135
BM.GE
19.10.21 14:20
1096
კომპანია „ზუმერი“ იუბილარია. როგორც bm.ge-ს კომპანიიდან აცნობეს, დღეისთვის ის 17 ფილიალით, 300-ზე მეტი თანამშრომლით და მილიონზე მეტი გაყიდული სმარტფონით არის წარმოდგენილი.

აქვე აღსანიშნავია, რომ „ზუმერი“ ციფრული ტექნიკის ბაზარზე 2009 წლიდან ოპერირებს და ამ წლების განმავლობაში კომპანიამ საცალო გაყიდვების მიმართულებით წარმატებით დაიმკვიდრა ადგილი, ზუმერული ფასები კი, მომხმარებლის ცნობიერებაში საუკეთესო ფასის სინონიმად იქცა.

„12 წლის წინ, როცა სმარტფონები ის-ის იყო ტექნოლოგიურ ბაზარზე ფეხს იკიდებდა, ასპარეზზე „ზუმერი“ გამოჩნდა. მას შემდეგ სმარტფონები საყოველთაო მოხმარების პროდუქტად იქცა, თუმცა მომხმარებლის ქცევაც გარდაიქმნა. თანამედროვე სამყაროში მომხმარებელს ციფრულ ტექნიკაზე მეტი ხელმისაწვდომობა და ინფორმაცია სჭირდება.

„ზუმერიც“ დროთა განმავლობაში ასორტიმენტს აფართოებს და მომხმარებელს უახლეს და ყველაზე მოთხოვნად ციფრულ ტექნიკას ყველაზე მოკლე დროსა და ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს. დღესდღეობით „ზუმერის“ ქსელში ხელმისაწვდომია მსოფლიო ბრენდების უახლესი სმარტფონები, ლეპტოპები, აუდიო-ვიდეო ტექნიკა, ექშენ კამერები, დრონები, აქსესუარები, ჭკვიანი სახლის ტექნიკა და სხვა“, - ამბობენ კომპანიაში.

მათივე თქმით, „ზუმერის“ წარმატების საიდუმლო ბრენდის განსხვავებული მიდგომებია - „ყოველთვის მოუსმინე მომხმარებელს და ელაპარაკე მისთვის საინტერესო საკითხებზე“.

ამჯერად იუბილეს აღსანიშნავად „ზუმერი“ მომხმარებელს ერთკვირიან აქციას სთავაზობს, ფასდაკლებებით სარგებლობა „ზუმერის“ ფილიალებში და ვებგვერდზე მიმდინარე კვირის ბოლომდე იქნება შესაძლებელი. ფასდაკლება მოქმედებს სმარტფონებზე, სმარტ-საათებზე, ლეპტოპებზე, სხვადასხვა ტიპის აქსესუარებსა და ჭკვიანი სახლის ტექნიკაზე.

ინფორმაციისთვის, ბრენდმა ციფრული ტექნიკის ბაზარზე ოპერირება 2009 წლის ოქტომბერში მხოლოდ ერთი მაღაზიით დაიწყო, დღესდღეობით კი ქვეყნის მასშტაბით 17 ფილიალსა და მსხვილ ინტერნეტ მაღაზიას აერთიანებს.



კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, „ზუმერი“ კვლავ განაგრძობს ინტენსიურ ზრდას და მიმდინარე წლის ბოლომდე ქსელს სამი ახალი ფილიალი შეემატება, თბილისში, რუსთავსა და ბათუმში. ქსელის განვითარების პარალელურად, კომპანია აქტიურად მუშაობს მომსახურების სრულიად ახალი და განსხვავებული სტანდარტის დანერგვასა და გაყიდვების კონსულტანტების ტექნიკური ცოდნის გაუმჯობესებაზე. „ზუმერის“ თანამედროვე შოურუმები მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, აქტიურ რეჟიმში გამოსცადოს მისთვის სასურველი ნებისმიერი სმარტფონი თუ აქსესუარი.

„ზუმერი“ სმარტფონების, ციფრული ფოტოაპარატების, ნოუთბუქების, ტელევიზორების, აუდიო-ვიდეო ტექნიკისა და ჭკვიანი სახლის აქსესუარების ერთ-ერთი მსხვილი საცალო ქსელია და მომხმარებელს პროდუქციას საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობს. შთამბეჭდავ არჩევანთან და ფასდაკლებებთან ერთად, ბრენდი კომუნიკაციის თვალსაზრისითაც გამორჩეულია და მომხმარებელს ხმამაღალი და გამბედავი სარეკლამო კამპანიებით იზიდავს.