თურქეთი საქართველოსთან მრავალი ასპექტით არის დაკავშირებული, მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხითაც - ის საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია. იქიდან გამომდინარე, რომ ქართულ სამომხმარებლო კალათაში თურქეთიდან იმპორტირებული საქონელი საკმაოდ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, მეზობელ ქვეყანაში არსებულ ფასებზე დაკვირვება საქართველოსთვისაც წარმოადგენს ინტერესის საგანს.
ფასების ცვლილებაზე გავლენას სხვა ფაქტორებთან ერთად პარტნიორ ქვეყნებში შექმნილი კრიზისებიც ახდენენ. საერთაშორისო ვაჭრობის პრინციპებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ინფლაცია იმპორტირდეს კიდეც. ჩვენ დავინტერესდით, როგორ იცვლება ფასები თურქეთში და რა ტიპის გავლენის მოხდენა შეუძლია მას ქართულ ეკონომიკაზე. ბოლო მონაცემების მიხედვით, თურქეთში ინფლაცია კვლავ ორნიშნა მაჩვენებელზეა.
ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით თურქეთის სამომხმარებლო კალათაში შემავალ პროდუქტებსა და მოსმახურებაზე ფასები 11.75%-ით გაიზარდა, ხოლო თვიური ინფლაციის მაჩვენებელმა 0.97% შეადგინა.
თურქეთის ოფიციალური წყაროების ცნობით, აგვისტოში არსებული ინფლაცია რამდენიმე სასაქონლო/სამომხმარებლო ჯგუფზე ფასების მკვეთრმა ზრდამ განაპირობა. ყველაზე მეტად, 15.1%-ით არის გაზრდილი ჯანდაცვის მომსახურება, რაც უმთავრესად Covid-ით გამოწვეულ პანდემიას უკავშრდება. ასევე, 15%-ით გაიზარდა საკვებისა და უალკოყოლო სასმელების ჯგუფში შემავალი პროდუქტების ფასები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს შემთხვევაშიც სექტემბრის სამომხმარებლო ფასების ზრდა ყველაზე მეტად ამ სასაქონლო ჯგუფებზე ფასების მატებამ განაპირობა. კერძოდ, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე 6.3%-ით მატებამ სამომხმარებლო ფასების იდენსი 1.97%-ით, ხოლო ჯანმრთელობის დაცვის 7.5%-ით გაძვირებამ CPI 0.61%-ით გაზარდა - ჯამურად წლიურმა ინფლაციამ 3.8% შეადგინა.
რას ვყიდულობთ თურქეთისგან და როგორ იცვლება ფასები საექსპორტო საქონელზე მეზობელ ქვეყანაში
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში თურქეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ $970 მილიონამდე იკლო, რაც პანდემიით გამოწვეულ შემცირებულ მოთხოვნას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ მეზობელ ქვეყანასთან ექსპორტისა და იმპორტის ჯამი 15.1% ით შემცირდა, $7 მილიარდის მოცულობის მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 13.8%-იანი წილით თურქეთი საქართველოსთვის კვლავ მთავარ სავაჭრო პარტნიორად რჩება.
2020 წლის 8 თვეში საქართველოდან თურქეთში $130 მლნ დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა (კლება 10.1%), ხოლო იმპორტის მოცულობამ $841 მლნ შეადგინა (კლება 15.8%). ამავე პერიოდში თურქეთიდან იმპორტირებული საქონელი ძირითადი ჯგუფების მიხედვით ასე გადანაწილდა:
1. სამრეწველო საქონელი (ნაწარმი) – $304 მლნ (წილი იმპორტში 36.1%);
2. მანქანები და სატრნსპორტო მოწყობილობები - $171 მლნ (წილი იმპორტში 20.3%);
3. ქიმიკატები - $149 მლნ (წილი იმპორტში 17.7%);
4. შერეული სამრეწველო საგნები (ნივთები) – $110 მლნ (წილი იმპორტში 13.1%);
5. საკვები პროდუქტები - $69 მლნ (წილი იმპორტში 8.2%);
სხვა დანარჩენი საქონლის წილმა მთლიან იმპორტში 4.6%-ით, $38 მლნ შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველოში იმპორტირებული სამრეწველო საქონლის მხოლოდ 5% გავიდა რეექსპორტზე, ხოლო მისი ძირითადი ნაწილი ქვეყანაში დარჩა. იანვარ-აგვისტოში სამრეწველო საქონლის 38% სწორედ თურქეთიდან შემოვიდა, სადაც ბოლო პერიოდში ექსპორტისთვის განკუთვნილ აღნიშნული კატეგორიის საქონელზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
თურქეთის სტატისტიკის სამსახურის ცნობით, აგვისტოში საექსპორტოდ წარმოებული სამრეწველო პროდუქცია 30.2%-ით გაძვირდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მეზობელი ქვეყნის ყველა სავაჭრო პარტნიორს, მათ შორის საქართველოსაც, თურქეთიდან იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები გაეზარდა. აღნიშნული ინდექსი საექსპორტოდ წარმოებულ საქონელზე მეწარმეების მიერ დადებული ფასების ცვლილებას ასახავს.
ბოლო მონაცემების მიხედვით, თურქეთის ND-PPI (არა ადგილორბივი მწარმოებლების ფასების ინდექსი) სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით ამგვარად გადანაწილდა: შუალედური მოხმარების საწარმოო საქონელზე ფასები გაიზარდა 29%-ით, ხანგრძლივი მოხმარების ნივთები გაძვირდა 37%-ით, ხოლო საწვავზე ფასები შემცირდა 24.1%-ით.
მნიშვნელოვანია, განვიხილოთ ინდექსის ყოველთვიური ცვლილების მაჩვენებელიც, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ აგვისტოში გასულ თვესთან შედარებით თურქეთიდან გასული საექსპორტო სამრეწველო საქონელი 7.5%-ით გაძვირდა - მიმდინარე წლის სხვა თვეების მონაცემებთან შედარებით ეს ფასების ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ვინაიდან გასული თვეების განმავლობაში ინდექსი საშუალოდ 2%-ით იზრდებოდა.
საქართველოში ინფლაციის ცვლილებაზე ყველაზე მეტად სურსათზე ფასების მერყეობა ახდენს გავლენას. 2020 წელს საკვები პროდუქტების 11.3% სწორედ თურქეთისგან შევიძინეთ. მთლიანი იმპორტის მოცულობიდან აღნიშნულ სასაქონლო ჯგუფში შემავალი პროდუქტების 7.7% რეექსპორტზე გავიდა, ხოლო მისი დიდი ნაწილი საქართველოში შიდა მოხმარებისთვის დარჩა.
მთავარ იმპორტიორ ქვეყანაში დაწყებული ფასების რყევა ქართულ ბაზარზე ჯერ ასახული არ არის. 2020 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო ფასების წლიურმა ზრდამ 3.8% შეადგინა. რაც შეეხება იმპორტის ფასების ინდექსს, მიმდინარე წლის ივლისში იმპორტირებულ საქონელზე ფასები წლიურად 2.3%-ით, ხოლო ივნისთან შედარებით 1.3%-ით გაიზარდა.
ივლისის მიწურულს თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა წლიური ინფლაციის პროგნოზი 7.4%-დან 8.9%-მდე გაზარდა, თუმცა ეკონომისტები ფასების უფრო მეტად ზრდას ვარაუდობენ. რა გავლენას მოახდენს თურქეთში ფასების მატება ქართულ სამომხმარებლო კალათაზე სხვა ფაქტორებთან ერთად იმპორტის დივერსიფიცირებასა და ეროვნული ვალუტის სიმყარეზე იქნება დამოკიდებული.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას