მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მუშაობს Bayraktar TB2 ?

62414f6d98aa0
მარიამ ადამია
04.04.22 00:47
6263
"ბაირაქტარი" თურქული კომპანია BAYKAR Technologies-ის შეიარაღებული საბრძოლო აპარატია, რომელსაც 7 620 მეტრ სიმაღლეზე შეუძლია აფრენა. მოწყობილობას, რომელიც აშშ-ის სამხედრო Reaper დრონებთან შედარებით 7-ჯერ მსუბუქია, სამკუთხედის ფორმის კუდი და 12 მეტრი სიგრძის ფრთები აქვს. კომპანიის ვებგვერდის მიხედვით, აპარატს 300 კილომეტრამდე მანძილიდან დისტანციური მართვის პირობებში, გადაბმულად 27 საათის განმავლობაში ფრენის შესაძლებლობა აქვს.

მის შექმნაზე კი, დიდწილად მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა, სელჩუკ ბაირაქტარმა იმუშავა და შედეგად, დღეს გვაქვს დრონი, რომელიც ხანგრძლივი გამძლეობით გამოირჩევა, დისტანციურად, სახმელეთო საკონტროლო სადგურიდან იმართება და აღჭურვილია სრულად ავტონომიური ნავიგაციის რეჟიმით. ამიტომაც ის ჭეშმარიტად - იმედის იარაღია. ბაირაქტარ TB2 დაზვერვის, სათვალთვალო და შეიარაღებული თავდასხმის მისიებისთვისაა განკუთვნილი.

ვინ არის სელ­ჩუკ ბა­ი­რაქ­ტა­რი?

მის სახელსა და გვარს, თურ­ქეთ­ში პირ­ვე­ლი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტის შექ­მნა უკავშირდება, რომელმაც თურქეთის შეიარაღებული ძალების განვითარებაში უდიდესი წილი შეიტანა და რო­მე­ლიც ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო ინ­ვენ­ტარს 2014 წელს და­ე­მა­ტა. თუმცა სელ­ჩუკ ბა­ი­რაქ­ტა­რის დი­დე­ბა მას შემ­დეგ უფრო გა­ი­ზარ­და, რაც მან ცო­ლად თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტის, რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ირ­თო. სა­ჯა­რო სა­უბ­რებ­ში მას თავ­დაც­ვის სექ­ტო­რის სწრა­ფად გან­ვი­თა­რე­ბის პი­ო­ნე­რად ნათ­ლა­ვენ. ამას­თან, 2019 წელს მთავ­რო­ბამ 98 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­მო­უ­ყო, რათა უფრო მე­ტად გა­ნე­ვი­თა­რე­ბი­ნა სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა.

თავად ინჟინერი კი 1979 წელს სტამ­ბუ­ლის რა­ი­ონ სა­რი­ე­რის­ში და­ი­ბა­და. მამა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კომ­პა­ნი­ის და­მა­არ­სე­ბე­ლი იყო, რის გა­მოც ბავ­შვო­ბი­დან მო­ი­ხიბ­ლა ამ პრო­ფე­სი­ით და მომავალიც მას დაუკავშირა. ჯერ 1997 წელს სტამბოლის ტექნიკურ უნივერსიტეტში ელექტრონიკისა და საკომუნიკაციო ინჟინერიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა და ბაკალავრიატზე სწავლის პერიოდშივე პენსილვანიის უნივერსიტეტის ლაბორატორიის დაფინანსება მიიღო. აქვე გააგრძელა მაგისტრის ხარისხიც. სელჩუკ ბაირაქტარის სამაგისტრო კვლევა ეხებოდა უპილოტო საფრენი აპარატების საჰაერო-სახმელეთო კოორდინაციის წარმატებული დემონსტრირების ფორმირებას. სწორედ ამ ნაშრომმა მოაპოვებინა ბაირაქტარს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის შემდგომი სტიპენდია, ხოლო მეორე მაგისტრის ხარისხი, უპილოტო საფრენი აპარატების ავტონომიური, აგრესიული მანევრირების კვლევისთვის მიიღო. სწავლის დასრულების შემდეგ, 2007 წელს სელჩუკ ბაირაქტარი თურქეთში დაბრუნდა და თურქული ტექნოლოგიური კომპანია Baykar-ის ტექნოლოგიის მთავარი ოფიცერი გახდა. თუმცა ჯერ კი­დევ 2005 წელს ის თურ­ქე­თის მთავ­რო­ბას უპი­ლო­ტო ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ის ჩა­დე­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­და.

"ჩვენ, ინ­ჟინ­რე­ბი მხო­ლოდ ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში კი არ უნდა ვი­ყოთ, არა­მედ, უნდა ჩა­ვერ­თოთ პრო­ცე­სებ­ში და ხელი შე­ვუ­წყოთ ჯა­რის­კა­ცებს, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხის წი­ნა­შე აყე­ნე­ბენ“, - ამბობს თურქი ინჟინერი, სელჩუკ ბაირაქტარი და მისი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი მი­ზა­ნი სწო­რედ ეს იყო.


Bayraktar TB2 -ის როლი უკრაინაში

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, “ბაირაქტარი” უკრაინული წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა. არადა ექსპერტების უმრავლესობა ვარაუდობდა, რომ ოცამდე უკრაინის კუთვნილი “ბაირაქტარი” ომის პირველ ეტაპსაც ვერ გაუძლებდა და რომ მათი დიდი ნაწილი მიწაზე განადგურდებოდა, ნაწილი კი – აფრენიდან ცოტა ხანში ჩამოვარდებოდა. მაგრამ რუსულმა მხარემ ამ დრომდე ვერ გამოაქვეყნა თუნდაც რამდენიმე “ბაირაქტარის” განადგურების დამადასტურებელი მასალები, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ჰაერში რუსეთი დომინირებს.

ევროპელი და ამერიკელი ექსპერტების თქმით, რუსეთის თავდასხმის შენელებასა და მოწინააღმდეგის არმიის დაუჯერებელი სისუსტის გამოვლენაში უკრაინის ადრეულ წარმატებას სამხედრო დრონების გამოყენებამ შეუწყო ხელი. რაც უფრო მნიშვნელოვანია, მტრის წინააღმდეგ ბაირაქტარის გამოყენების ამსახველი ვიდეოები უკრაინის ინფორმაციულ ომში საკმაოდ დიდ როლს ასრულებს. ეს უკანასკნელი რუს დამპყრობლებს მოწინააღმდეგის შიშს უნერგავს, უკრაინელებს კი მომდევნო სამხედრო თავდასხმებისთვის მოტივაციას აძლევს. გარდა ამისა, აღნიშნული ვიდეოები ცხადყოფს დრონების მთავარ უპირატესობასაც: თურქეთში წარმოებულ საჰაერო აპარატებს შეუძლიათ არათანაზომიერი ზიანი მიაყენონ მოწინააღმდეგის მოწყობილობებს. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ბევრად იაფი ჯდება და ბევრად დაბალი რისკის მატარებელია, ვიდრე სხვა კომპანიების დრონების გამოყენების შემთხვევაში იქნებოდა.


თურქეთის სამხედრო ამბიციები

მალე ქვეყანას საკუთარი წარმოების პირველი უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავი ეყოლება. თავად კომპანია Baykar-ში თვლიან, რომ უპილოტო საფრენი აპარატები მომავლის კონფლიქტებში უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებენ. თურქულ უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავს კი პროცესების განვითარებაში გადამწყვეტი სიტყვა ექნება. Baykar Kizilelma-ს მთავარი უპირატესობა მის აგრესიულ მანევრირებასა და რადარებისადმი შეუმჩნევლობაში იქნება. ცნობისათვის, აღნიშნული საბრძოლო თვითმფრინავების წარმოება თურქეთმა უკვე დაიწყო და მას შეიარაღებაში უახლოეს წლებში მიიღებენ. პირველი პროტოტიპი საცდელ ფრენას კი, 2023 წელს განახორციელებს. Kizilelma-ს 5 საათის განმავლობაში ფრენა და 800 კილომეტრ/საათი სიჩქარის განვითარება შეეძლება და 1.5 ტონა საბრძოლო მასალის მიმაგრება იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, Baykar-ი მხოლოდ სამხედრო შეიარაღებას არ ამზადებს. მწვანე ქალაქის სატრანსპორტო ქსელის განსავითარებლად კომპანია მფრინავი მანქანის, Cezeri-ს წარმოებასაც გეგმავს. თუმცა კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრანსპორტს დანიშნულების ადგილზე კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ტვირთისა და სამედიცინო ამანათებისათვის გამოიყენებენ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საჭიროების შემთხვევაში Cezeri-ს გამოყენება სამხედრო მომარაგების მისიებშიც იქნება შესაძლებელი. ასე რომ თურქეთი, როგორც დიდი სამხედრო ამბიციების მქონე სახელმწიფო, ყოველდღიურად აგრძელებს საკუთარი საჰაერო შესაძლებლობების განვითარებას და სერიოზულ ნაბიჯებსაც დგამს მომავლისკენ. მას არც ისტორიის სწორ მხარეს დგომა ეშლება და საკუთარი მიგნებით, ბოროტებასთან საბრძოლველადსხვებსაც ეხმარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები