მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ერდოღანმა პუტინს ომის "დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ" მოუწოდა" - პრეზიდენტების საუბრის დეტალები

6420064edd24e
ალა ისპირიანი
26.03.23 13:07
1044
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს. გავრცელებული ინფორმაციით, საუბრისას ერდოღანმა პუტინს უკრაინაში ომის "დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ" მოუწოდა.

თურქეთის პრეზიდენტმა პუტინს ასევე მადლობა გადაუხადა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებაზე თანხმობისთვის.

კრემლის მიერ, პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შემდეგ, გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ლიდერებმა სირიაში არსებული ვითარებაც განიხილეს და ხაზი გაუსვეს "თურქეთსა და სირიას შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის გაგრძელების აუცილებლობას" და მასში "რუსეთის, როგორც შუამავლის კონსტრუქციულ როლს".


შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება 120 დღით გაგრძელდება. უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ოლეკსანდრ კუბრაკოვმა 19 მარტს დაწერა, რომ მსოფლიო ბაზარს 25 მლნ ტონა მარცვლეული მიეწოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები