მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთის ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის ჰაბის შექმნა დღის წესრიგში რჩება - პუტინი ერდოღანთან შეხვედრას გეგმავს

64c6455ce6601
ალა ისპირიანი
30.07.23 16:00
363
თურქეთის ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის ჰაბის შექმნა დღის წესრიგში რჩება - მის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში რუსეთ-აფრიკის სამიტზე განაცხადა.

პუტინი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვდება და საუბრის მთავარი თემა თურქეთის ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის ჰაბის შექმნა იქნება.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ შევხდებოდით, დიახ, ან ის ჩამოვა ჩვენთან, ან მე გავემგზავრები მასთან. ვნახოთ. მან ჯერ კიდევ თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დამპატიჟა, მაგრამ შემდეგ შევთანხმდით, რომ გადაგვედო, რადგან ამ თემით სპეკულირება არ მომხდარიყო“, – განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ პროექტი გულისხმობს არა დიდი მოცულობის გაზის შენახვას, არამედ ელექტრონული სავაჭრო პლატფორმის შექმნას.

პუტინის თქმით, თურქეთის, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლი იზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები